The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



თეიმურაზ კოპალეიშვილი

თეიმურაზ კოპალეიშვილი
დაბადების თარიღი:30 იანვარი, 1930  (84 წლის)
კატეგორია:ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1953 წელს.

1953-1956წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი, 1956-1957წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასისტენტი, 1958-1961წწ. საქ. მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ჯერ უმცროსი, შემდეგომ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1961-1964წწ. თსუ-ს თეორიული ფიზიკის კათედრის დოცენტი, 1964-1973წწ. ბირთვული ფიზიკის ლაბორატორიის თეორიული განყოფილების გამგე, 1973-1979წწ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ლაბორატორიის, ხოლო შემდგომში მის ბაზაზე შექმნილი მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი, 1974–1987წწ. მაღალი ენერგიების ფიზიკის კათედრის გამგე,  ჟურნალების :"თსუ შრომების" და "ფიზიკის" რედაქტორი.

ფიზ-მათ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადისერტაციო თემაა: ''Структура легких ядер и процессы положения пи-мезонов и гамма-квантов''.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1999-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპოდენტი (1979-1999)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პრემია
  • საქართველოს განათლების სამინისტრო (პირველი პრემია)
  • სსრკ სახელმწიფო პრემია
  • პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: