შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ამირან გომართელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1969 წელს. 1973-2006წწ. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1973-1989წწ. მუშაობდა უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე; 1989-2006წწ. იყო ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკის კათედრის გამგე; 1997-2005წწ. ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1999-2006წწ. მთავარი რედაქტორი თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის ალმანახისა "ლიტერატურა და სხვა"; არაერთი წერილი მიუძღვნა XIX - XX საუკუნეების ქართულ მწერლობას, მათ შორის აღსანიშნავია "ქართული სიმბოლისტური პროზა" (1997), ლიტერატურული წერილები და ესეები (2005). 2015 წლიდან არის ჟურნალ "ცისკარი 1852"-ის მთავარი რედაქტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1998). სადისერტაციო თემა - "ქართული სიმბოლისტური პროზა ", დაიცვა 1997 წელს. წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.184 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |