The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამირან გომართელი

ამირან გომართელი
დაბადების თარიღი:11 აგვისტო, 1946  (76 წლის)
კატეგორია:კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1969 წელს.

1973-2006წწ. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1973-1989წწ. მუშაობდა უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე; 1989-2006წწ. იყო ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკის კათედრის გამგე; 1997-2005წწ. ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1999-2006წწ. მთავარი რედაქტორი თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის ალმანახისა "ლიტერატურა და სხვა"; არაერთი წერილი მიუძღვნა XIX - XX საუკუნეების ქართულ მწერლობას, მათ შორის აღსანიშნავია "ქართული სიმბოლისტური პროზა" (1997), ლიტერატურული წერილები და ესეები (2005). 2015 წლიდან არის ჟურნალ "ცისკარი 1852"-ის მთავარი რედაქტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი  (1997), პროფესორი (1998).

სადისერტაციო თემა - "ქართული სიმბოლისტური პროზა ", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.184

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2014 - პრემია "საგურამო"
    კლასიკოსების ფარული მხატვრული პოლემიკა : ილია, აკაკი, ვაჟა / ამირან გომართელი .- უნივერსალი, 2013 .- 114გვ.
  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვისთვის
  • 1986 - ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის პრემია
    ჭირთა თქმა სჯობს... : ლიტ. წერილები / ამირან გომართელი .- მერანი, 1985 .- 212გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: