The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



ომარ შუდრა

ომარ შუდრა
დაბადების თარიღი:23 იანვარი, 1942  (72 წლის)
კატეგორია:ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი კიბერნეტიკის განხრით 1965 წელს.

1966–1970წწ. მუშაობდა დუბნის (მოსკოვის  ოლქი) ბირთვულ კვლევათა საერთაშორისო ინსტიტუტში უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე.

1980 წლამდე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის პრობლემური ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, ჯგუფის უფროსი.

1980 წლიდან ახლადშექმნილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის დირექციაშია სწავლული მდივანი. 1995 წლიდან ამავე ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელია.   კომპიუტერული თემატიკით  გამოქვეყნებული აქვს 20–მდე სამეცნიერო  შრომა, არის რუსულიდან ქართულ ენაზე ნათარგმნი ათტომეული სახელმძღვანელოს რედაქტორი. კითხულობს ლექციების კურსს: "დოკუმენტალისტიკა", "ოფისის   მართვის  ტექნოლოგია" და სხვ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო  უნივერსიტეტში. გამოქვეყნებული აქვს საავტორო რუბრიკები ჟურნალებში.

ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო თემა – "ფიზიკური ექსპერიმენტის ავტომატიზაცია კომპიუტერის გამოყენებით", დაიცვა 1974 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბიზნესის აკადემია, წევრ-კორესპონდენტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: