ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
გიორგი გოგოლაშვილი
დაბადების თარიღი: | 24 ივლისი, 1948 (76 წლის) |
კატეგორია: | ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი, პუბლიცისტი, ფილოლოგი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი კურსები, ტყიბულის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1971 წელს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრის პედაგოგი; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი; არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი.
1975 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; იყო მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი, ძველი ქართული ენის კათედრის გამგე, ქართული ენის ინსტიტუტის დირექტორი; 1978 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეც. მუშაკი (ყველა რანგისა), სწავლული მდივანი, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, განყოფილების ხელმძღვანელი. მთავარი რედაქტორი სამეცნიერო გამოცემებისა: "ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები", "დიალექტოლოგიური კრებული", "საენათმეცნიერო ძიებანი"; 1994-2005წწ. ჟურნალ "ბურჯი ეროვნებისას" მთავარი რედაქტორი და გამომცემელი; 400-ზე მეტი სამეცნიერო, პუბლიცისტური და კრიტიკული ნაშრომის ავტორი (მათ შორის 40-ზე მეტი წიგნისა). 2022 წელს მიღებული აქვს დიპლომი მუხრან მაჭავარიანის შემოქმედების შესწავლაში შეტანილლი განსაკუთრებული წვლილისთვის.
სადოქტორო სდისერტაციის თემა - "ქართული ზმნის უღვლილების სისტემა", დაიცვა 1992 წელს.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია, ტ. 2. - თბ., 2012. -გვ. 69; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები /რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.144; გიორგი გოგოლაშვილის კულტუროლოგიური ღვაწლი / მ. თავდიშვილი.-თბ.,2023.-212გვ.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ბ. ჯორბენაძის საზოგადოება, თავმჯდომარე
- იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება, თანათავმჯდომარე
- სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2024 - უნივერსიტეტის ოქროს მედალი
ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის
- 2023 - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი (იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით)
ფილოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის
- 2018 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
- 2015 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
სიბრძნე იაკობისა : იაკობ გოგებაშვილი და მისი "დედაენა" / გიორგი გოგოლაშვილი .-თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2014.-406გვ.; ქართული სალიტერატურო ენა : ნარკვევები / გიორგი გოგოლაშვილი .- თბილისი : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2013.-316გვ.; ქართული ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა / გიორგი გოგოლაშვილი .- თბილისი : მერიდიანი, 2013.
- 2013 - არნოლდ ჩიქობავას სახელობის პრემია
ქართული ზმნა = Georgian verb : ფორმაწარმოების საკითხები / გიორგი გოგოლაშვილი .- თბილისი : მერიდიანი, 2010 .- 520გვ.; თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია : სალიტერატურო ენა - ისტორია და თანამედროვეობა / გიორგი გოგოლაშვილი. - თბილისი : მერიდიანი, 2011. - 832გვ.
- 2012 - პრემია "საგურამო", ჰუმანიტარული მეცნიერებათა დარგში
- 2005 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი
პედაგოგიურ საქმიანობაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის
ბიბლიოგრაფია
- თხზულებანი (ავტორი) // ტომი 1, ქართული ზმნა (ფორმაწარმოების საკითხები). - თბილისი, საარი, 2023. - 544გვ.. - ISBN: 978-9941-8-6020-1
- ეპოქა და მწერალი (თანაავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2023. - 242გვ.
- ენა - ულმობელი მსაჯული : დიალოგები (ავტორი) // სერია "ენა და მწერალი"; წ.9. - თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2022. - 146გვ.
- "მწერალი სტილია... სტილი არსებაა..." : ფიქრები ოთარ ჩხეიძეზე (ავტორი) // სერია "ენა და მწერალი"; წ.7. - თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2022. - 164გვ.. - ISBN: 9789941360091
- რა ფერისაა სიტყვა? : ესეები / გიორგი გოგოლაშვილი (ავტორი) // სერია "ენა და მწერალი"; წ.8. - თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2022. - 174გვ.. - ISBN: 9789941491900
- "ენა მწერლის ბალავარია" : ფიქრები მიხეილ ჯავახიშვილზე (ავტორი) // სერია "ენა და მწერალი"; წ.5. - თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2021. - 195გვ.. - ISBN: 9789941139932
- "ენა ერის თავდაცვის იარაღია" : ფიქრები კონსტანტინე გამსახურდიაზე (ავტორი) // სერია "ენა და მწერალი"; წ.6. - თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2021. - 142გვ.. - ISBN: 9789941139949
- ქართული ენის წუთისოფელი (ავტორი). - თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2021. - 152გვ.
- "ერი დედაა ენისა" : ფიქრები ვაჟა-ფშაველაზე (ავტორი) // სერია "ენა და მწერალი"; წ.4. - თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2020. - 168გვ.. - ISBN: 9789941139499
- "მეოხად ჩუენდა"... - ილია და აკაკი, იაკობი (ავტორი). - თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2020. - 112გვ.. - ISBN: 9789941139406
- "შვენებით სავსე ქართული" : ფიქრები დავით კლდიაშვილზე (ავტორი) // სერია "ენა და მწერალი"; წ.1. - თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2019. - 80გვ.. - ISBN: 9789941138140
- "ქართული ქართველთ რწმენაა" : ფიქრები მუხრან მაჭავარიანზე (ავტორი) // სერია "ენა და მწერალი"; წ.2. - თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2019. - 72გვ.. - ISBN: 9789941138157
- "ენა - ბედისწერა" : ფიქრები ანა კალანდაძეზე (ავტორი) // სერია "ენა და მწერალი"; წ.3. - თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2019. - 96გვ.. - ISBN: 9789941138881
- ახალი ქართული ენა / იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი გიორგი გოგოლაშვილი (თანაავტორი) // ტ.III, დიალექტების მორფოლოგია: კრებსითი ანალიზი. - თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2017. - 480გვ.. - ISBN: 9789941135613
- ახალი ქართული ენა / იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი გიორგი გოგოლაშვილი (თანაავტორი) // ტ.IV, დიალექტების მორფოლოგია: პარადიგმები. - თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2017. - 510გვ.. - ISBN: 9789941135613
- ახალი ქართული ენა / იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი გიორგი გოგოლაშვილი (თანაავტორი) // ტ.II, სალიტერატურო ენის მორფოლოგია : ზმნა. - თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2016. - 480გვ.. - ISBN: 9789941135613
- ახალი ქართული ენა / იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი გიორგი გოგოლაშვილი (თანაავტორი) // ტ.I სალიტერატურო ენის მორფოლოგია : ზოგადი, სახელი. - თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2016. - 404გვ.. - ISBN: 9789941135613
- დედაუნივერსიტეტის ძნელბედობის ჟამი (2004-2013) (ავტორი). - თბილისი, თსუ გამომცემლობა, 2016. - 316გვ.. - ISBN: 9789941135316
- "დედაენის" თავგადასავალი (ავტორი). - თბილისი, ციცინათელა, 2015. - 48გვ.. - ISBN: 9789941936470
- ღვაწლი და წუთისოფელი იაკობ გოგებაშვილისა (1840-1912) : 100 წელი "დედაენის" უკვდავი შემოქმედის გარდაცვალებიდან (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2012. - 100გვ.. - ISBN: 9789941440274
- "დედაენა"-ძეგლი სამარადისო (ავტორი). - თბილისი, დედაენა, 2011. - 240გვ.. - ISBN: 9789941031656
- ქართული ზმნა = Georgian verb : ფორმაწარმოების საკითხები (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2010. - 520გვ.. - ISBN: 9789941102370
- ასოციაციები ; ვარდისფერი პარადოქსები (ავტორი). - თბილისი, 2009. - 68გვ.
- ბედი ქართული ენისა ათასწლეულთა მიჯნასთან (ავტორი). - თბილისი, 2009. - 92გვ.
- ქართული სალიტერატურო ენა = Georgian literary language : ისტორია და თანამედროვეობა (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2009. - 170გვ.. - ISBN: 9789941101373
- ბედი ქართული უნივერსიტეტისა ათასწლეულის კარიბჭესთან : ანუ სიმართლისათვის ყვირილს ყოველთვის აქვს აზრი : ნარკვევი (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2006. - 73გვ.
- ერთხელ საქართველოში (ავტორი). - თბილისი, ბ. ჯორბენაძის საზოგადოების გამოცემა, 2000. - 116გვ.. - ISBN: 99928-820-2-6
- მარადიულნი თანამედროვენი (ავტორი). - თბილისი, ბ. ჯორბენაძის საზოგადოების გამოცემა, 2000. - 139გვ.. - ISBN: 99928-820-1-8
- ქართული ენის სახელზმნური ფუძეების ლექსიკონი : ლექსიკონი (თანაავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1991. - 408გვ.. - ISBN: 5-520-01075-7
- ქართული ენის ზმნური ფუძეების ლექსიკონი : ლექსიკონი (თანაავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1989. - 439გვ.
- ქართული ზმნის უღვლილების სისტემა (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1988. - 174გვ.
- დრო - კილოთა მეორე სერიის ფორმები ახალ ქართულში (ავტორი). - თბილისი, თსუ, 1984. - 121გვ.
|