The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯიბო ლომაშვილი

ჯიბო ლომაშვილი
Date of birth:15 February, 1925
Date of death:27 January, 2015  (at 89 years)
Category:Public official, Historian, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: თიანეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1950 წელს.

1950–1980წწ. ეწეოდა პარტიულ მუშაობას, იყო საქართველოს ვაჭრობის მინისტრის მოადგილე, ბორჯომის რაიკომის პირველ მდივნი, საქართველოს ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი; იყო მრავალი საზოგადოებრივი ორგანიზაციის აქტიური წევრი; მან სერიოზული წვლილი შეიტანა ქართული ისტორიოგრაფიისა და ლიტერატურათმცოდნეობის აქტუალური პრობლემების მეცნიერულ დამუშავებაში; მნიშვნელოვანია მისი წვლილი რუსთველოლოგიისა და ვაჟალოგიის დარგებში; ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და მოღვაწეობის პრობლემებს მან 15 წიგნი და ბროშურა მიუძღვნა; არის 30 სამეცნიერო ნაშრომის, სტატიებისა და წერილების ავტორი, რომლებიც სამეცნიერო კრებულებსა და ჟურნალ-გაზეთებში ქვეყნდებოდა. მისი რედაქტორობით მრავალი ფუნდამენტური მონოგრაფია და კრებული გამოიცა. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი.

სადისერტაციო თემა – "ვაჟა–ფშაველას საზოგადოებრივ–პოლიტიკური და საისტორიო შეხედულებანი", დაიცვა 1984 წელს.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.706; წიგნი ღირსებისა: ტ. 5./ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.109

Member of Organizations

  • ვაჟა–ფშაველას საზოგადოება, თავმჯდომარე
  • ილია ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმის საბჭო, წევრი
  • საქართველოს წიგნის მოყვარულთა საზოგადოება, თავმჯდომარე
  • ფაზისის აკადემია, წევრი

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"

Bibliography


Share: