The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ბედოშვილი

გურამ ბედოშვილი
დაბადების თარიღი:4 იანვარი, 1932
გარდაცვ. თარიღი:8 იანვარი, 2010  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, მწერალი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დუშეთის რაიონი სოფ. ანანური.

დაამთავრა ა.ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს.

1961 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილებაში უფროსი ლაბორანტის თანამდებობაზე. 1962-65 წლებში იყო აღნიშნული განყოფილების უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი. 1965-72 წლებში ასრულებდა ინსტიტუტის სწავლული მდივნის მოვალეობას, საიდანაც პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა სადისერტაციო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის მიზნით; ხოლო 1975 წელს იგი არჩეულ იქნა ინსტიტუტის სწავლულ მდივნად და 1982 წლამდე მუშაობდა ამ თანამდებობაზე.

1982 წლიდან არის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1993-2006 წლებში - ონომასტიკური კვლევის პრობლემური ლაბორატორიის გამგე, 2006-2009 წლებში - ამავე ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

მისი სამეცნიერო ინტერესის საგანი იყო ქართული ისტორიული ტოპონიმიკა, გეოგრაფიულ სახელთა სისტემა. საკანდიდატო დისერტაცის თემა– "ერწო-თიანეთის ტოპონიმიკის ძირითადი საკითხები", დაიცვა 1975 წელს, ხოლო სადოქტორო დისერტაცია 2002 წელს, თემა – "ქართული ტოპონიმიკის ისტორიულ-ეტიმოლოგიური კვლევის ძირითადი საკითხები".

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ასოციაცია "არაგველი", წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: