Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ ბედოშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დუშეთის რაიონი სოფ. ანანური. დაამთავრა ა.ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს. 1961 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილებაში უფროსი ლაბორანტის თანამდებობაზე. 1962-65 წლებში იყო აღნიშნული განყოფილების უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი. 1965-72 წლებში ასრულებდა ინსტიტუტის სწავლული მდივნის მოვალეობას, საიდანაც პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა სადისერტაციო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის მიზნით; ხოლო 1975 წელს იგი არჩეულ იქნა ინსტიტუტის სწავლულ მდივნად და 1982 წლამდე მუშაობდა ამ თანამდებობაზე. 1982 წლიდან არის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1993-2006 წლებში - ონომასტიკური კვლევის პრობლემური ლაბორატორიის გამგე, 2006-2009 წლებში - ამავე ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. მისი სამეცნიერო ინტერესის საგანი იყო ქართული ისტორიული ტოპონიმიკა, გეოგრაფიულ სახელთა სისტემა. საკანდიდატო დისერტაცის თემა– "ერწო-თიანეთის ტოპონიმიკის ძირითადი საკითხები", დაიცვა 1975 წელს, ხოლო სადოქტორო დისერტაცია 2002 წელს, თემა – "ქართული ტოპონიმიკის ისტორიულ-ეტიმოლოგიური კვლევის ძირითადი საკითხები". Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |