ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
გელა გამყრელიძე
დაბადების თარიღი: | 7 იანვარი, 1951 (74 წლის) |
კატეგორია: | არქეოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1973 წელს.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგია-ისტორიის მიმართულების სამეცნიერო ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; ამავე მუზეუმის არქეოლოგიის საბჭოს თავმჯდომარე. ჟურნალ "იბერია-კოლხეთის" მთავარი რედაქტორი, პროფესორი. 1997-2006წწ. მუშაობდა ანტიკური პერიოდის არქეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად. 1969 წლიდან მონაწილეობდა ვანის ნაქალაქარის, სოფ. მთისძირის, ფოთის, ბიჭვინთის ნაქალაქარის, ქუთაისის, ვალეს, თეთრიწყაროს და სხვა არქ. ექსპედიციებში. 1997-2001წწ. აშშ-ს ტექსასის შტატის უნივერსიტეტთან ერთობრივი არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი საქართველოს ზღვისპირეთში. იკვლევს ანტიკური ხანის და ადრეული შუა საუკუნეების საქართველოს ისტორია-არქეოლოგიას. კერძოდ, არქეოლოგიური ძეგლების სტატისტიკურ-ტიპოლოგიურ კლასიფიკაციას; ურთიერთობებს ანტიკურ და ირანულ სამყაროსთან; ძველი საქართველოს ისტორიაზე ბიოგეოგარემოს გავლენას; სამხედრო ისტორიას (შეიარაღებას, ფორტიფიკაციას, სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციას). გამოქვეყნებული აქვს 102 ნაშრომი, მათ შორის 16 წიგნი. მისი სამეცნიერო ნაშრომები დაბეჭდილია უცხოეთშიც. იხ. https://georgiannationalmuseum.academia.edu/GelaGamkrelidze და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელი" - http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2003
1979 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1993 წელს სადოქტორო დისერტაცია და ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მოიპოვა. დისერტაციის თემა – "კოლხეთის ისტორია–ტოპოარქეოლოგიის საკითხები (ძვ.წ.V- ახ.წ.V სს.)".
ბიბლიოგრაფია
- ARCHAELOGY OF the ROMAN PERIOD of GEORGIA(Iberia-Colchis) : Essay&Catalog (ავტორი). - Tbilisi, Published by Georgian Nation. Museum, 2014. - 140p.
- ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი (თანაავტორი). - თბილისი, "ბაკურ სულაკაურის" გამომცემლობა, 2013. - 740გვ.
- I Romani nella Terra del Vello d’Oro (La Colchide e l’Iberia in età romana) : იტალიურად, in Italian (თანაავტორი). - Soveria Mannelli, Rubbettino, 2012. - 145p.
- Researches in Iberia-Colchology (ავტორი). - Tbilisi, Published by Nation. Museum, 2012. - 345p.. - ISBN: 978-9941-0-4565-3
- ომი და შეიარაღება იბერია -კოლხეთში : ისტორია-არქეოლოგიური (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2010. - 214გვ.
- История Грузии (თანაავტორი). - Тбилиси, Логос прес, 2009. - 495стр. . - ISBN: 978-99940-64-82-3
- ქართული არქეოლოგიის კვალდაკვალ : ქართ. და ინგლ. ენ. (ავტორი). - თბილისი, საქ. ეროვნ. მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლ. ცენტრი, 2009. - 84გვ.
- საქართველოს ისტორია : IX კლასის სახელმძღვანელო (თანაავტორი). - თბილისი, ლოგოს პრესი, 2008. - 505გვ.. - ISBN: 978-99940-64-47-2
- რომის სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსია საქართველოში : ისტორია-არქეოლოგიური (თანაავტორი). - თბილისი, ტექნიკური უნივერსიტეტი, 2006. - 191გვ.
- ძველი საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები (ანტიკური პერიოდი). გარემო, წერილობითი წყაროები, სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია, ფორტიფიკაცია, შეიარაღება : ისტორია-არქეოლოგიური (თანაავტორი). - თბილისი, არტანუჯი, 2005. - 231გვ.. - ISBN: 99940-11-40-5
- საქართველოს არქეოლოგიის ისტორიიდან : ისტორია-არქეოლოგიური (ავტორი). - თბილისი, დიოგენე, 2004. - 25გვ.. - ISBN: 99940-16-41-5
- კოლხეთი კულტურულ-ისტორიული ნარკვევი : კულტურულ-ისტორიული ნარკვევი (ავტორი). - თბილისი, ლოგოსი, 2002. - 264გვ.. - ISBN: 99928-65-86-5
- კოლხოლოგიური ნარკვევები : ისტორია-არქეოლოგიური (ავტორი). - თბილისი, საქ. მეცნ. აკადემიის გამომცემლობა, 2001. - 264გვ.. - ISBN: 99928-0-137-9
- ფოთი-ფასისის ტოპოარქეოლოგია : არქეოლოგია (ავტორი). - თბილისი, საქ. მეცნ. აკადემიის გამომცემლობა, 1998. - 30გვ.
- ისტორიულ-ტოპოარქეოლოგიური ძიებანი : ისტორია-არქეოლოგიური (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1993. - 98გვ.
- К археологии долины Фасиса (ავტორი). - Тбилиси, Мецниереба, 1992. - 240стр.. - ISBN: 552-00146-39
- ცენტრალური კოლხეთის ძველი ნამოსახლარები : ისტორია-არქეოლოგიური (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1982. - 176გვ.
|