ძიება
ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
|
გელა გამყრელიძე
| დაბადების თარიღი: | 7 იანვარი, 1951 (62 წლის) |
| კატეგორია: | არქეოლოგი, ისტორიკოსი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1973 წელს.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; ამავე მუზეუმის არქეოლოგიის საბჭოს თავმჯდომარე. ჟურნალ "იბერია-კოლხეთის" მთავარი რედაქტორი, პროფესორი. 1997-2006წწ. მუშაობდა ანტიკური პერიოდის არქეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად. 1969წ-დან მონაწილეობდა ვანის ნაქალაქარის, სოფ. მთისძირის, ფოთის, ბიჭვინთის, ქუთაისის, ვალეს, თეთრიწყაროს და სხვა არქ. ექსპედიციებში. 1997-2001წწ. აშშ-ს ტექსასის შტატის უნივერსიტეტთან ერთობრივი არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი საქართველოს ზღვისპირეთში. იკვლევს ანტიკური ხანის და ადრეული შუა საუკუნეების საქართველოს ისტორია-არქეოლოგიას. კერძოდ, არქეოლოგიური ძეგლების სტატისტიკურ-ტიპოლოგიურ კლასიფიკაციას; ურთიერთობებს ანტიკურ და ირანულ სამყაროსთან; ძველი საქართველოს ისტორიაზე ბიოგეოგარემოს გავლენას; სამხედრო ისტორიას (შეიარაღებას, ფორტიფიკაციას, სამხედრო-პოლიტიკურ სიტუაციას). გამოქვეყნებული აქვს 98 ნაშრომი, მათ შორის 14 წიგნი. მისი სამეცნიერო ნაშრომები დაბეჭდილია უცხოეთშიც. მისი ნაშრომების ელექტრონული ვერსიები განთავსებულია ინტერნეტში: http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/9572/1/Iberia_Kolxeti_N8.pdf, http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/001186/.
1979 წელს საკანდიდატო, ხოლო 1993 წელს ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი დაიცვა. თემა – "კოლხეთის ისტორია–ტოპოარქეოლოგიის საკითხები (ძვ.წ.V- ახ.წ.V სს.)".
ბიბლიოგრაფია
- I Romani nella Terra del Vello d’Oro (La Colchide e l’Iberia in età romana) : იტალიურად, in Italian (თანაავტორი). - Soveria Mannelli, Rubbettino, 2012. - 145p.
- Researches in Iberia-Colchology (ავტორი). - Tbilisi, Published by Nation. Museum, 2012. - 345p.. - ISBN: 978-9941-0-4565-3
- ომი და შეიარაღება იბერია -კოლხეთში : ისტორია-არქეოლოგიური (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2010. - 214გვ.
- In the path of Georgian Archaeology (ავტორი). - Tbilisi, Georg. Nation. Museum, 2009. - 145p.
- История Грузии (თანაავტორი). - Тбилиси, Логос прес, 2009. - 495стр. . - ISBN: 978-99940-64-82-3
- ქართული არქეოლოგიის კვალდაკვალ : ქართ. და ინგლ. ენ. (ავტორი). - თბილისი, საქ. ეროვნ. მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლ. ცენტრი, 2009. - 84გვ.
- მასწავლებლის წიგნი, საქართველოს ისტორიაში (თანაავტორი). - თბილისი, ლოგოს პრესი, 2008. - 120გვ.. - ISBN: 978-99940-64-49-6
- საქართველოს ისტორია : IX კლასის სახელმძღვანელო (თანაავტორი). - თბილისი, ლოგოს პრესი, 2008. - 505გვ.. - ISBN: 978-99940-64-47-2
- რომის სამხედრო-პოლიტიკური ექსპანსია საქართველოში : ისტორია-არქეოლოგიური (თანაავტორი). - თბილისი, ტექნიკური უნივერსიტეტი, 2006. - 191გვ.
- ძველი საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები (ანტიკური პერიოდი). გარემო, წერილობითი წყაროები, სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია, ფორტიფიკაცია, შეიარაღება : ისტორია-არქეოლოგიური (თანაავტორი). - თბილისი, არტანუჯი, 2005. - 231გვ.. - ISBN: 99940-11-40-5
- საქართველოს არქეოლოგიის ისტორიიდან : ისტორია-არქეოლოგიური (ავტორი). - თბილისი, დიოგენე, 2004. - 25გვ.. - ISBN: 99940-16-41-5
- კოლხეთი კულტურულ-ისტორიული ნარკვევი : კულტურულ-ისტორიული ნარკვევი (ავტორი). - თბილისი, ლოგოსი, 2002. - 264გვ.. - ISBN: 99928-65-86-5
- კოლხოლოგიური ნარკვევები : ისტორია-არქეოლოგიური (ავტორი). - თბილისი, საქ. მეცნ. აკადემიის გამომცემლობა, 2001. - 264გვ.. - ISBN: 99928-0-137-9
- ფოთი-ფასისის ტოპოარქეოლოგია : არქეოლოგია (ავტორი). - თბილისი, საქ. მეცნ. აკადემიის გამომცემლობა, 1998. - 30გვ.
- ისტორიულ-ტოპოარქეოლოგიური ძიებანი : ისტორია-არქეოლოგიური (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1993. - 98გვ.
- К археологии долины Фасиса (ავტორი). - Тбилиси, Мецниереба, 1992. - 240стр.. - ISBN: 552-00146-39
- ცენტრალური კოლხეთის ძველი ნამოსახლარები : ისტორია-არქეოლოგიური (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1982. - 176გვ.
|