The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ გვანცელაძე

თეიმურაზ გვანცელაძე
დაბადების თარიღი:27 სექტემბერი, 1951  (70 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მუხიანი, წყალტუბოს რაიონი.  

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური ენების განყოფილება 1974 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა 1978 წელს.

1974 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას: 1974-1975წწ. მცხეთის რაიონის ქსნის საღამოს საშუალო სკოლის მასწავლებელი; 1975-1977წწ. საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების მუშაკი; 1977-2009წწ. ამავე ინსტიტუტის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილებაში უმცროს, უფროს და წამყვან მეცნიერ თანამშრომლი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო, ჰუმაიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 2006-2009წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის სრული პროფესორი; 2010 წელს დაინიშნა საპატრიარქოს წმიდა ანდრიას სახელობის ქართული უნივერსიტეტის პრორექტორად, შემდეგ კი რექტორად; 2008 წლიდან არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფხაზური ენისა და კულტურის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (დაარსებულია მისი ინიციატივით); 2014 წლიდან არის საპატრიარქოს წმიდა ანდრიას სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის მკვლევარი; მეცნიერულ მუშაობას ეწევა ლინგვისტურ კავკასიოლოგიაში (იკვლევს აფხაზურ და აბაზურ ენებს), ქართველოლოგიასა და თეორიულ ენათმეცნიერებაში; სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში წლების მანძილზე კითხულობს სალექციო კურსებს კავკასიოლოგიურ, ქართველოლოგიურ და ზოგადენათმეცნიერულ დისციპლინებში; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 საკანდიდატო და 3 სადოქტორო დისერტაცია; გამოქვეყნებული აქვს 314 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 23 წიგნად. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1982), დოქტორი (1997), პროფესორი(2000). არის ქართულ -აფხაზური ონლაინ-ლექსიკონის ავტორი (ice.ge).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 117

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2000-)
  • იბერიულ-კავკასიური საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის გამგეობა, თავმჯდომარე (2004-)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • ქართველთა დედაენის საერთაშორისო ფონდის სამეცნიერო საბჭო, წევრი (2015-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: