შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათელა მირიანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენის ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს. 1958 წლის 12 ივნისიდან 2017 წლის 3 იანვრამდე მუშაობდა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონების განყოფილებაში: უფროს ლაბორანტად, შემდეგ – უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, 1985 წლიდან დაინიშნა უფროს მეცნიერ თანამშრომლად; მისი სადისერტაციო ნაშრომი 1986 წელს გამოიცა წიგნად (რედაქტორი – ფილოლოგიის დოქტორი ა. კობახიძე). წიგნში სიღრმისეულადაა შესწავლილი ფერთა აღმნიშვნელი ლექსიკური ერთეულები თარგმნითი ლექსიკონების მიხედვით; იგი წლების განმავლობაში ასრულებდა სხვადასხვა სახის ლექსიკოგრაფიულ სამუშაოებს, მონაწილეობას იღებდა "რუსულ-ქართული" სამტომეული ლექსიკონის II და III ტომების გამოსაცემად მომზადებაში; იყო ვრცელი "ქართულ-რუსული ლექსიკონის" სარედაქციო ჯგუფის წევრი. მისი აქტიური მონაწილეობით თარგმნითი ლექსიკონების განყოფილებაში მომზადდა და გამოიცა "რუსულ-ქართული" ერთტომეული ლექსიკონი (1983 წ., რედ. ალ. კობახიძე), "ქართულ-რუსული ერთტომეული ლექსიკონი" (2013 წ., მთ. რედ. ალ. კობახიძე, რედ. მ. მრევლიშვილი). არის ავტორი არაერთი სამეცნიერო სტატიისა, რეცენზიისა და ა. შ. მწერლისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი მირიანაშვილის შვილი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა– "ფერთა აღმნიშვნელი ლექსიკა ქართულსა და რუსულ ენებში", დაიცვა 1982 წელს. წყარო: იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება XLV / თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.-თბ.,2017.-გვ.253 (ice.ge) ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |