The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე მაჰომეტოვი

ალექსანდრე მაჰომეტოვი
Date of birth:12 June, 1917
Date of death:17 June, 2004  (at 87 years)
Category:Linguist, Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კუბაჩი, დაღესტანი.

დაამთავრა საქართველოს კიროვის სახელობის ინდუსტრიული ინსტიტუტი (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ლითონთა მექანიკური დამუშავების სპეციალობით 1940 წელს.

1940-1944 წწ. მუშაობდა ვორონეჟისა და მოსკოვის საავაციო ქარხნებში ინჟინერ-კონსტრუქტორის თანამდებობაზე; 1944 წლიდან გადმოყვანილ იქნა თბილისის სახელმწიფო მატერიალური რეზერვის საქართველოს სამმართველოში; როგორც დარგუული ენის (კუბაჩური დიალექტის) მცოდნე, იგი ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენის ინსტიტუტის ასპირანტურაში კავკასიური ენების სპეციალობით, რომელიც დაამთავრა 1948 წელს და დაიცვა დისერტაცია; ამავე წლიდან გარდაცვალებამდე იგი წარმატებით და ნაყოფიერად მუშაობდა ენათმეცნიერების (ყოფილი ენის) ინსტიტუტში ჯერ უმცროს, შემდეგ კი უფროს და წამყვან მეცნიერ მუშაკად; ავტორია 150-ზე მეტი ნაშრომისა, მათ შორის ოთხი ფუნდამენტური მონოგრაფიისა, რომლებიც რამდენიმე დაღესტნური ენის სრული აგწერითი ანალიზია მოცემული: "კუბაჩური ენა" (1963), "თაბასარანული ენა" (1965), "აღულური ენა" (1970) და "დარგუული ენის მეჰებური დიალექტი" (1982); სისტემატურად მონაწილეობდა სხვადასხვა სახის კავკასიოლოგიურ შეხვედრებში, სამეცნიერო სესიებსა და კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, რომლებიც ტარდებოდა საქართველოში, ჩრდილო კავკასიაში, რუსეთსა და საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებში; მონაწილე იყო ევროპის კავკასიოლოგთა საზოგადოების მიერ ჩატარებული კოლოკვიუმებისა პარიზში (1988), ლონდონში (1990), მარბურგში (1994). იგი ორგზის იყო მომხსენებელი და თანათავმჯდომარე ბონის უნივერსიტეტის მიერ მოწყობილი კონფერენციებისა - "კავკასიური ენათმეცნიერების პრობლემები" (1988, 1992); მონაწილეობდა აგრეთვე ლუნდის უნივერსიტეტში (შვედეთი) მოწყობილ შეხვედრაში "საქართველოს დღეები" და სხვ. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "კუბაჩური ენის თავისებურებანი", დაიცვა 1948 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "თაბასარანული ენა", დაიცვა 1965 წელს.

წყარო: იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება XXXVII / თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.-თბ.,2009.-გვ.325 (ice.ge)

Awards and Honors

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • დაღესტნის რესპუბლიკის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: