The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კახა გაბუნია

კახა გაბუნია
Date of birth:6 September, 1964  (59 years)
Category:Linguist, Scientist, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკუალტეტი 1986 წელს.

1985-2000წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993-1996წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დოცენტი; 2001-2003წწ. - საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის მთავარი კონსულტანტი; 2003-2004წწ. - საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის ინფორმაციისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი; 2004-2007წწ. - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი ჯგუფის კოორდინატორი; 2005 წლიდან - კავშირ "სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის" დამფუძნებელი, გამგეობის წევრი, ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციის მიმართულებით 30-ზე მეტი საერთაშორისო პროექტის მონაწილე; 2007-2009წწ. – სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი, სამოქალაქო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი; 2009-2013წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2009 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2010 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის (აზერბაიჯანულენოვანთათვის, სომხურენოვანთათვის) ხელმძღვანელი; 2015 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტილინგვური განათლების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ენათმეცნიერი (მორფოლოგია, სინტაქსი, შედარებითი ენათმეცნიერება), სოციოლინგვისტი, მეორე ენის სწავლების ექსპერტი, მულტილინგვური განათლების ექსპერტი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1998), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბრუნვათა სისტემები ქართველურ ენებში: (დიაქრონიული ანალიზი)", დაიცვა 1998 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.456; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: old.tsu.ge

Member of Organizations

  • არასამთავრებო ორგანიზაციის ''ენა და ეროვნულ-კულტურული მემკვიდრეობა და მსოფლიო გლობალიზაციის პროცესი'', თავმჯდომარე
  • ბესარიონ ჯორბენაძის საზოგადოება, წევრი (1996-)

Bibliography


Share: