The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიაზ ბოლქვაძე

ნიაზ ბოლქვაძე
Legal name:ნიკოლოზ
Date of birth:28 April, 1962  (61 years)
Category:Writer, Political Scientist, Public Man, Athlete, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩაისუბანი, ქობულეთის რაიონი. 

დაამთავრა ქ. ქუთაისის ავტომექანიკური ტექნიკუმი; თბილისის პოლიტიკური აკადემიის ბათუმის ფილიალი, პოლიტოლოგიის სპეციალობით 1999; ბაშკირეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა სოციალური ფილოსოფიის განხრით 2004 წელს.

წლების მანძილზე მისდევდა სპორტს. იყო აღმოსავლური ორთაბრძოლების მწვრთნელ - ინსტრუქტორი კარატეს განხრით. ბაშკირეთში მოღვაწეობის პერიოდში იყო არაერთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენის სულის ჩამდგმელი და მონაწილე. მისი იდეითა და ხელმძღვანელობით შეიქნმა ბაშკირეთის ქართველთა დიასპორის ცენტრი, რომლის პრეზიდენტად თავად იყო არჩეული (ქართველთა სათვისტომო აერთიანებდა ბაშკირეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ რვაასზე მეტ საქართველოს მოქალაქეს). მის სახელს უკიავშირდება ქ. უფაში რესპუბლიკური მნიშვნელობის რუსთაველის სახელობის ქართული ეროვნული კულტურის ცენტრის, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ქართული ლიტერატურის განყოფილების დაარსება, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართული საკვირაო საბაზო სკოლის გახსნა, ქ. უფაში ბაშკირეთის კულტურის დღეების ჩატარება და მისი ტრადიციად გადაქცევა; მისი მზრუნველობით, ქ. უფის ერთ-ერთი ქუჩა ატარებს შოთა რუსთაველის სახელს. მისი მეცადინეობით 2003 წელს ბაშკირეთიში მცხოვრებმა ქართველმა თანამემამულეებმა რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიებში მიიღეს ქართულად წირვა-ლოცვის უფლება. 2005 წელს ნ. ბოლქვაძე დაბრუნდა საქართველოში და გააგრძელა აქტიური საზოგადოებრივი, ლიტერატურული და მეცნიერული მოღვაწეობა. 2008 წელს მისი იდეითა და ხელმძღვანელობით ქ. ბათუმში დაარსდა "მამულიშვილთა" კავშირთან არსებული ორგანიზაცია - "საქართველოს გადარჩენისათვის". არის შვიდი წიგნის, ასზე მეტი მეცნიერული ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი. იბეჭდება როგორც საქართველოში, ასევე უცხოურ გამომცემლობებში. გამოქვეყნებულ ნაშრომთაგან აღსანიშნავია: "ქართული სუფრა" თამადის ხელოვნება" (2004), "ვალი. წინაპართა ნაკვალევზე" (2005), "წერილები ჩემს ვაჟს" (2007), "სასქართველოს გადასარჩენად" (2008), "აზროვნების ეკოლოგია" (2017) და სხვ. 2002 წელს დასახელებულ იქნა ბაშკირეთის წლის საუკეთესო ადამიანად.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.23

Member of Organizations

  • აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირი, პრეზიდენტი (2006-)
  • ბაშკირეთის ქართული დიასპორა, წევრი
  • რუსეთის ფილოსოფოსთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ეროვნული აკადემია, საპატიო აკადემიკოსი (2006-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრი, პრეზიდენტი (2000-2005)

Bibliography


Share: