ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
თენგიზ გაჩეჩილაძე
დაბადების თარიღი: | 28 აპრილი, 1939 (85 წლის) |
კატეგორია: | პედაგოგი, ჟურნალისტი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი წევა, ზესტაფონის რაიონი.
დაამთავრა საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი 1963 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1968 წელს.
იყო ჟურნალ მართვეს რედაქტორი, ბოლო 30 წელიწადი გაზეთ "ლელოს" მთავარი რედაქტორია; როგორც ჟურნალისტი აკრედიტებული იყო 12 ოლიმპიურ თამაშზე; ეწევა პედაგოგიურ და ჟურნალისტურ მოღვაწეობას. 2014 წელს გამოსცა წიგნი "ლელო"-80, ამ გაზეთის დაარსებიდან 80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით. ასოცირებული პროფესორი.
წყარო: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო: mes.gov.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.185
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- "სპორტი ყველასათვის" საქართველოს ეროვნული ფედერაცია, პრეზიდენტი (2005-2013)
- საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის და სპორტულ ჟურნალისტთა მსოფლიო ასოციაციის სპეციალური ჯილდო(ლონდონის ოლიმპიადა) (2012-)
- საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი(სეოკ-ი), ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვიცე-პრეზიდენტი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2024 - თბილისის საპატიო მოქალაქე
- 2020 - ქართული სპორტის რაინდის წოდება
- 1998 - ღირსების ორდენი
საქართველოში სპორტის განვითარების, მაღალკვალიფიციურ სპორტსმენთა აღზრდის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი ჟუნრნალისტური მოღვაწეობისათვის
- საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მედალი
- საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი
- განათლების წარჩინებული მუშაკის წოდება
- ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია
- მიხეილ კაკაბაძის სახელობის პრემია
- საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი
ბიბლიოგრაფია
- ლელო 80 : გაზეთი მემატიანე : დრო, მოვლენები და ფაქტები (ავტორი). - თბილისი, 2014. - 94გვ.
- საქართველოს ოლიმპიური უღელტეხილი (ავტორი). - თბილისი, 2004. - 168გვ.
- პირველი ქართველი ქალი ოლიმპზე (ავტორი). - თბილისი, 2002. - 232გვ.
- წიგნი ღირსებისა : საცნობარო (თანაავტორი). - 2000. - 496გვ.. - ISBN: 99928-0-154-9
- ოლიმპიური შემოდგომის თექვსმეტი გაელვება (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1989. - 80გვ.
- 10 დამოუკიდებელი ნაბიჯი ოლიმპიურ მოძრაობაში (ავტორი). - თბილისი, სამშობლო, 1989. - 169გვ.
- ცხენოსნობა : საცნობარო (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1982. - 63გვ.
- ოცი სხივი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1980. - 74გვ.
- მშდ კომპლექსის სოციალური მნიშვნელობა. - თბილისი, საქ. სსრ. საზ- ბა "ცოდნა", 1978. - 31გვ.
|