შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შუქია აფრიდონიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1963 წელს. 1965-1969წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტი, ტექნიკოსი; 1969-1976წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ახალი ქართული ენის კათედრა და მასთან არსებული ტოპონიმიკის ლაბორატორია; 1982-2006წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, მეცნიერ-თანამშრომელი (ენათმეცნიერი), განყოფილების გამგე; 1978-1982წწ. - ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1976-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დოცენტი; 2004 წლიდან - პროფესორი; 2006 წლიდან - ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სრული პროფესორი. წლების მანძილზე ეწევა სამეცნიერო მუშაობას. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2004). ცნობილი ქართველი ეთნოგრაფის, ლექსიკოლოგისა და ფოლკლორისტის თედო სახოკიას შვილიშვილი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სიტყვათგანლაგება ახალ ქართულში" (X1X-XXსს-ის პროზაული მასალის მიხედვით)", დაიცვა 1972 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მიმართვის ფორმათა სტრუქტურა და ფუნქციონირება ახალ ქართულში", დაიცვა 2003 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.450; არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი: ice.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |