ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
მანანა ხომერიკი
დაბადების თარიღი: | 20 ივლისი, 1950 (74 წლის) |
კატეგორია: | ისტორიკოსი, მეცნიერი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1973 წელს.
იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. ამჟამად მუშაობს ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის კვლევისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრში. 2012 წლის ივლისში, საბერძნთის კუნძულ ქიოსზე გამართულ მსოფლიო კონგრესზე, ევროკლასიკისა და აკადემია ჰომერიკას მიერ დაჯილდოვდა ჰომეროსის ოქროს მედლით; 2014 წელს საბერძნეთში მიენიჭა კუნძულ ქიოსისა და კუნძულ ოინუსის საპატიო მოქალაქეობა. ეწევა სამეცნიერო და პუბლიცისტურ მოღვაწეობას. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
სადისერტაციო თემა - "ფილადელფოს კიკნაძის საზოგადოებრივ - პოლიტიკური მოღვაწეობა", დაიცვა 1998 წელს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- "ბაგრატოვანთა სახლი", თანამდგომი წევრი
- იმერეთი მეფეთა შთამომავლების საზოგადოება, ნამდვილი წევრი (2016-)
- სოროპტიმისტ ქალთა საერთაშორისო კლუბი "თბილისი", პრეზიდენტი (2011-2012)
- სოროპტიმისტ ქალთა საერთაშორისო კლუბი "თბილისი", წევრი (1994-2012)
ბიბლიოგრაფია
- ფიროსმანის დაბადების და გარდაცვალების მისტერია (ავტორი). - თბილისი, 2023. - 96გვ.
- წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი : სადაც ფიროსმანს აუგეს წესი (ავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2023. - 55გვ.. - ISBN: 9789941344220
- "ბაგრატოვანთა სახლის" 2006 წლის მემორანდუმის გამაუქმებელი გარემოებანი (ავტორი). - თბილისი, 2022. - 56გვ.. - ISBN: 9789941341656
- ბაგრატიონები : უტყუარი მტკიცებულებანი დოკუმენტების გამყალბებლებისა და თვითმარქვიების წინააღმდეგ (ავტორი). - თბილისი, გრიფონი, 2020. - 288გვ.. - ISBN: 9789941480652
- ფიროსმანზე და არა მხოლოდ ... : ეკლესიების, საავადმყოფოების და სასაფლაოების ისტორიისათვის (ავტორი). - თბილისი, 2017. - 124გვ.. - ISBN: 9789941953903
- იმერეთის დე იურე მეფე ვახტანგ ბაგრატიონი (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2012. - 45გვ.. - ISBN: 978-9941-17-655-5
- იმერეთის სამეფოს გაუქმება, 1819-1820 წლების აჯანყება და იმერეთის ბაგრატიონები (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2012. - 450გვ.
- ჩემი მცირე ოდისეა = My Small Odyssey : პოემა (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2012. - 88გვ.
- "გველის პერანგის" კოდი (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2010. - 76გვ.. - ISBN: 978-9941-17-061-4
- მიხეილ ჯავახიშვილი უნიკალური დოკუმენტების ფონზე (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2008. - 162გვ.. - ISBN: 978-9941-12-224-8
- წერილები (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2006. - 300გვ.. - ISBN: 99940-0-993-1
- სახეები : 1991-2005 წლების საგაზეთო პუბლიკაციები სხვადასხვა სამეფო დინასტიების წარმომადგენლების შესახებ (ავტორი). - თბილისი, 2005. - 47გვ.. - ISBN: 99940-0-381-X
- გენეალოგიურ-ბიოგრაფიული ძიებანი (ავტორი) // ტ.1: ფიროსმანი. - თბილისი, მემატიანე, 2004. - 40გვ.
- სიმართლის გამრუდება ისტორიკოს გიორგი ციციშვილის მიერ ; ფესვები : ნარკვევები (ავტორი). - თბილისი, 2003. - 119გვ.. - ISBN: 99928-0-675-3
- 1832 წლის შეთქმულების მონაწილე ბერი ფილადელფოს კიკნაძე : საქართველოს ისტორია (ავტორი). - თბილისი, მემატიანე, 1999. - 151გვ.
- ფილადელფოს კიკნაძის გრამატიკული ნაშრომი (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება , 1997. - 16გვ.
- პასუხად მიხეილ ჯავახიშვილის ბიოგრაფებს (საიდუმლო არქივიდან) : უახლესი ისტორია (ავტორი). - თბილისი, 1996. - 110გვ.
|