The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე კობახიძე

ალექსანდრე კობახიძე
Date of birth:2 November, 1919
Date of death:21 May, 2009  (at 89 years)
Category:Scientist, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კვაცხუთი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1951 წელს.

1939 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში შევიდა; იმავე წლიდან 1945 წლის ბოლომდე საბჭოთა არმიის სამხედრო მოსამსახურეა: კავშირგაბმულობის ათეულის მეთაური, ლენინგრადის დაცვის მონაწილე; 1957 წლიდან, თითქმის ნახევარი საუკუნე იყო არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონების განყოფილების გამგე, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1966-1973წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; მისი სამეცნიერო შრომები უმეტესად რუსული და ქართული ენების შეპირისპირებით შესწავლას ეძღვნებოდა: "რუსული ფრაზეოლოგიზმების ქართულად გადმოცემის საკითხისათვის", "მაერთებელი კავშირები რუსულ და ქართულ ენებში", "ტერმინოლოგიის პრინციპების დამუშავების შესახებ ქართულ ენაში", "სამეცნიერო ტექნიკური ტერმინოლოგიის ადგილი თარგმნითს (ორენოვან) ლექსიკონებში", "სიხშირის ლექსიკონთა შედგენის პრინციპების შესახებ"; ცალკე აღნიშვნის ღირსია "რაჭული დიალექტის ლექსიკონი" (მასალები), რომელიც 1987 წელს გამოიცა; 1983 წელს ალ. კობახიძის რედაქტორობით გამოვიდა ინსტიტუტში მისი ხელმძღვანელობით შექმნილი რუსულ-ქართული ლექსიკონი და დაიწყო მზადება ქართულ-რუსული ლექსიკონის შესადგენად, რომლის გამოცემა მის სიცოცხლეში ვერ მოხერხდა. იყო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, ქართული ენის ნორმათა დამდგენი კომისიისა და ქართული ენციკლოპედიის სატრანსკრიფციო კომისიის წევრი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "კავშირები რუსულ და ქართულ ენებში", დაიცვა 1955 წელს.

წყარო: იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება XXXVIII / თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.-თბ.,2010.-გვ.236 (ice.ge)

Bibliography


Share: