შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლია სტურუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1962 წელს. 1957 წლიდან ეწევა შემოქმედებით მოღვაწეობას. მუშაობდა უნივერსიტეტში-კითხულობდა ლექციებს, იმავდროულად, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში-უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1999 წლიდან მუშაობს გ. ტაბიძის მუზეუმში ლიტერატურულ კონსულტანტად. პირველი წიგნი, ლექსების კრებული "ხეები ქალაქში", გამოსცა 1965 წელს. გამოცემული აქვს 12-ზე მეტი ლექსების კრებული, პროზაული -"ბედნიერი სიჩუმე", "რძეში ჩავარდნილი ქვა" (შეგრძნებების რომანი). წერს ესეებს, წერილებს. მისი ლექსები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და ფინურ ენებზე. 1997 წელს ნორვეგიის ტელევიზიამ გადაიღო ფილმი ლია სტურუაზე. ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფერის მხატვრული ფუნქცია გ. ტაბიძის პოეზიაში", დაიცვა 1974 წელს. წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.103 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |