Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლია სტურუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1962 წელს. 1957 წლიდან ეწევა შემოქმედებით მოღვაწეობას. მუშაობდა უნივერსიტეტში-კითხულობდა ლექციებს, იმავდროულად, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში-უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1999 წლიდან მუშაობს გ. ტაბიძის მუზეუმში ლიტერატურულ კონსულტანტად. პირველი წიგნი, ლექსების კრებული "ხეები ქალაქში", გამოსცა 1965 წელს. გამოცემული აქვს 12-ზე მეტი ლექსების კრებული, პროზაული -"ბედნიერი სიჩუმე", "რძეში ჩავარდნილი ქვა" (შეგრძნებების რომანი). წერს ესეებს, წერილებს. მისი ლექსები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და ფინურ ენებზე. 1997 წელს ნორვეგიის ტელევიზიამ გადაიღო ფილმი ლია სტურუაზე. ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფერის მხატვრული ფუნქცია გ. ტაბიძის პოეზიაში", დაიცვა 1974 წელს. წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.103 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |