შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი პაპავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მრეწველობის ეკონომიკის სპეციალობით 1951 წელს. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის განყოფილების გამგე, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. მუშაობდა ჩაის მრეწველობის პირველადი ფაბრიკების ეკონომიკის განყოფილებათა გამგეებად, შემდგომ შრომის კვლევითი ლაბორატორიის გამგედ, სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტებში განყოფილების გამგედ, პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას. მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს რესპუბლიკური პრემია. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადისერტაციო თემა – "საბჭოთა კავშირში ჩაის სამრეწველო წარმოების ეფექტიანი ორგანიზაციის ძირითადი პრობლემების გადაჭრის გზები", დაიცვა 1973 წელს. წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 91 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |