The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



რევაზ ჟორდანია

რევაზ ჟორდანია
დაბადების თარიღი:19 ივლისი, 1934  (80 წლის)

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1958 წელს.

ზოოლოგი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის გამგე.

1958 წ. მუშაობდა ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ზოოლოგიურ განყოფილებაში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, 1965-1975 წწ. მან გერმანიაში გამოაქვეყნა საქართველოს მუზეუმის - საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული ფრინველების კოლექციის კატალოგი, 1969 წ. მუშაობას აგრძელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხერხემლიანთა ზოოლოგიის კათედრაზე, პარალელურად 1990 წ-დან ხელმძღვანელობს ხერხემლიან ცხოველთა ბიოლოგიისა და დაცვის ს/კ ლაბორატორიას, არის 150-ზე მეტი წიგნის, მონოგრაფიის, სამეცნიერო, მეთოდური და პოპულარული ნაშრომის, ქართული ენციკლოპედიისათვის დაწერილი 300 -ზე მეტი სტატიის ავტორი, 1991 წ. სადოქტორო დისერტაციის დაუცველად მიენიჭა პროფესორის წოდება, 1992 წ. საქართველოში ერთ - ერთ პირველთაგანს დაენიშნა ამერიკელი მეცენატისა და მეცნიერის ჯორჯ სოროსის და რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო სტიპენდია, 1994-1997 წ.წ. მან მოაწყო პირველი ქართული ფაუნისტური ექსპედიციები თურქეთში (ტაო-კლარჯეთი, შავშეთი, არტაან-რუშეთი, ტიგროსისა და ევფრატის სათავეებთან).

1972 წლიდან ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი,  დღეს არის პროფესორი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აშშ გეოგრაფიული საზოგადოება
  • აშშ ნიუ - იორკის მეცნიერებათა აკადემია
  • ბრიტანეთის ორნითოლოგიური კავშირი
  • რუსეთის მენზბირისეული ორნითოლოგიური საზოგადოება
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: