The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიული ალასანია

გიული ალასანია
Date of birth:11 November, 1946  (77 years)
Category:Historian, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ისტორიის განყოფილება (თურქეთის ისტორიის სპეციალობით) 1969 წელს.

1969 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წყაროთმცოდნეობის განყოფილებაში ლაბორანტის, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის და უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობებზე; 1989-2006 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წყაროთმცოდნეობის განყოფილების გამგე; 1990-2005 წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე; 1998-2014 წწ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე; 2002-2014 წწ. იყო ამავე უნივერსიტეტის პრორექტორი; 2004 წლიდან არის საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელი; 2004-2013 წწ. ამავე უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და 2014 წ-დან პრეზიდენტი; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკავია პროფესორის აკადემიური თანამდებობა; 2003-2005 წწ. იყო კვლევების ხელმძღვანელი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორ ლუის შელის მიერ დაარსებულ "ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციასთან ბრძოლის ცენტრში"; 2000 წელს განახორციელა ერთთვიანი კვლევითი პროექტი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (CEU ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოროსის ფონდის შერჩევით; ლექციები წაკითხული აქვს იელის (1994), პიზის (2009), ჰარვარდის (2010), ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტებში (2010), აზერბაიჯანის დიპლომატიის აკადემიაში; 1996 წელს გაიარა ორთვიანი პროგრამა (ამერიკული საბჭოების -American Councils შერჩევით) მისისიპის  უნივერსიტეტში (ოქსფორდი, აშშ); 1996 წელს ასევე ორთვიანი პროგრამა მერილენდ კოლეჯ პარკის უნივერსიტეტში (Washington DC, University of Merry-land College Park, აშშ) საერთაშორისო განვითარებისა და კონფლიქტების მართვის ცენტრში ასევე ამერიკული საბჭოების (AC) შერჩევით; 2001 წელს ამერიკის საბჭოების შერჩევით იყო აშშ-ში  სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სკოლის დირექტორების სამკვირიანი პროგრამის კოორდინატორი (ვაშინგტონი და მონტანას შტატი); მიღებული აქვს 10-მდე ჯილდო, მათ შორის: 2004 წელს სტამბულში (თურქეთი) თურქული ენის საზოგადოებამ დააჯილდოვა თურქოლოგიაში შეტანილი წვლილისათვის; 2006 წელს ორგანიზაციამ "ოქროს ფრთა" აღიარა წლის ადამიანად; 2007 წელს გახდა მშვიდობის ელჩი; 2009 IMDA - ჯილდო International Management Development Association. კონფერენციის ორგანიზებისთვის; 2012 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაეცა თურქეთის  "19 მაისის უნივერსიტეტის" პრემია თურქეთის კულტურაში შეტანილი წვლილისათვის; 2012 წელს ფესტივალმა "ჩვენებურები" (პრეზიდენტი გიული ალასანია) მიიღო ნეტარი იოანე პავლე II სახელობის მშვიდობის პრემია, 2013 წელს საქართველო-იტალიის ურთიერთობაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა დელ ბიანკოს ფონდის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით, დამზადებული ცნობილი ფლორენციელი ოქრომჭედლის პენკოს მიერ (ასეთი სულ ხუთია გადაცემული); გ. ალასანიას სამეცნიერო მუშაობის სფეროა საქართველოს, თურქეთის და ახლო აღმოსავლეთის ისტორია, საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობის პრობლემები; არის მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და ორგანიზატორი. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის  მონოგრაფიები, საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში: თურქეთში, აშშ-ში, ტაივანში, პოლონეთში, იტალიაში, ბელგიაში, რუმინეთსა და მონტენეგროში; მათ შორის 11 წიგნი ქართულ, რუსულ, ინგლისურ, თურქულ, ფრანგულ ენებზე. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1974), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1987), პროფესორი (1991);  არის აზერბაიჯანის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის - ოდლარ იურდუ უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (2011); ზ. ბუნიატოვის სახელობის აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის საპატიო დოქტორი (2012). წყაროთმცოდნე.

Member of Organizations

  • ევრაზიის დიალოგის პლათფორმის ფონდი, საბჭოს წევრი (2000-2011)
  • ნიზამი განჯევის ფონდი, წევრი (2012-2016)
  • საერთაშორისო ასოციაცია "ქართული კულტურა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ", პრეზიდენტი (2005-)
  • საქართველოს უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭო, თავმჯდომარე (2006-)
  • ფესტივალ "ჩვენებურები", პრეზიდენტი
  • ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემია (WAAS, აშშ), ნამდვილ წევრი (2009-)

Awards and Honors

  • 2010 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია (ჯგუფთან ერთად)
  • 1980 - საქართველოს კომკავშირის პრემია

Bibliography


Share: