შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ქურდიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1976 წელს; ამავე უნივერსიტეტის ხელოვნების საზოგადოებრივი პროფესიის ფაკულტეტი ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით 1977 წელს; ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და სტრუქტურული, გამოყენებითი, მათემატიკური ლინგვისტიკის სპეციალობით 2001 წელს. 1977-1978 წწ. იყო საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის ინგლისურენოვანი მხატვრული და კრიტიკული ლიტერატურის მეცნიერ-რედაქტორი; 1978–1991 წწ. თბილისის ილია ჭავჭავაძის სახ. უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრისა და საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის ქართული და რუსული სექტორების ლექტორი; 1978–1979 წწ. საქართველოს სახელმწიფო გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1979–1984 წწ. მუშაობადა გამომცემლობა "მერანის" რუსულ ენაზე გამოცემათა რედაქტორად; 1984-2010 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში: უფროს ლაბორანტად (1984-1986), უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (1986-1988), მეცნიერ-თანამშრომლად (1988-1995); უფროს მეცნიერ-თანამშრომლად (1995-1998), წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად (1998-2010); პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აკ. წერეთლის სახ. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2004 წელს მონაწილეობას ღებულობდა თბილისის ივანე ჯავახისვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1995), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ორი სპეციალობით: ენათმეცნიერების თეორია და ისტორია და ლიტერატურის თეორია (1998), პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 200–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. სადისერტაციო თემა – "საერთო-ქართველური ვერსიფიკაციული სისტემა და ლექსთწყობის ზოგადლინგვისტური თეორია", დაიცვა 1998 წელს. წყარო: კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |