The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარიამ ჩხარტიშვილი

მარიამ ჩხარტიშვილი
Date of birth:30 June, 1955  (68 years)
Category:Historian, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1977 წელს.

1981-1985წწ. - ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1985-1997წწ. - ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1990-2006წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, რადიოსა და ტელევიზიის სახელმწიფო ინსტიტუტის, საერო ინსტიტუტ "გაენათის“, ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტის, არისტოტელეს სახელობის ბერძნულ-ქართული უნივერსიტეტის, ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი; 1997-2006წწ. - ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ- თანამშრომელი; 2006 წლიდან - ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების გამგე; 2006 წლიდან - ამავე ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006-2014წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი; 2006 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის პროფესორი. მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციებში, სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომების პუბლიკაციაში. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აღმოსავლეთ საქართველოს ქრისტიანიზაციის წყაროთმცოდნეობითი შესწავლის პრობლემები", დაიცვა 1983 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "ქართული ჰაგიოგრაფიის წყაროთმცოდნეობითი ანალიზი IV-VII სს. ისტორიის ამსახველი ძეგლები", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.438; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: old.tsu.ge

Member of Organizations

  • არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართველოლოგიური კვლევების ინსტიტუტი“, დამფუძნებელი და გამგეობის წევრი (2012-)
  • საერთაშოორისო ასოციაცია Mediterranean Center of Social and Eductional Research (MCSER), წევრი (2012-2013)

Bibliography


Share: