შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ თაბორიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. დუშეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით (1945) და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (1944). 1961–1975 წლებში მუშაობდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს-მეცნიერ თანამშრომლად. 1975 წლიდან იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკათა კათედრის პროფესორი. მარიამ თაბორიძე იკვლევდა ლიტერატურული სწავლების პრობლემებს, წერითი და ზეპირი მეტყველების განვითარების საკითხებს. დაამუშავა ესთეტიკური აღზრდის მეთოდური სისტემა. არის 111 შრომის, მეთოდური მითითებების, სტატიების ავტორი ლიტერატურის სწავლებისა და ესთეტიკური აღზრდის პრობლემებზე. პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადისერტაციო თემა– "მოსწავლეთა ესთეტიკური აღზრდა ლიტერატურის სწავლებისას", დაიცვა 1975 წელს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.416; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.36 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |