The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარიამ თაბორიძე

მარიამ თაბორიძე
Date of birth:27 January, 1922
Date of death:21 May, 2008  (at 86 years)
Category:Literary scholar, Scientist, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. დუშეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით (1945) და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (1944).

1961–1975 წლებში მუშაობდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს-მეცნიერ თანამშრომლად. 1975 წლიდან იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკათა კათედრის პროფესორი. მარიამ თაბორიძე იკვლევდა ლიტერატურული სწავლების პრობლემებს, წერითი და ზეპირი მეტყველების განვითარების საკითხებს. დაამუშავა ესთეტიკური აღზრდის მეთოდური სისტემა. არის 111 შრომის, მეთოდური მითითებების, სტატიების ავტორი ლიტერატურის სწავლებისა და ესთეტიკური აღზრდის პრობლემებზე. პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

სადისერტაციო თემა– "მოსწავლეთა ესთეტიკური აღზრდა ლიტერატურის სწავლებისას", დაიცვა 1975 წელს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014. გვ.416; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.36

Member of Organizations

  • პედაგოგიური განათლების აკადემია, წევრი

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1990 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1983 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
  • საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

Bibliography


Share: