The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტარიელ ფუტკარაძე

ტარიელ ფუტკარაძე
დაბადების თარიღი:9 მაისი, 1960
გარდაცვ. თარიღი:2 იანვარი, 2021  (60 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ტომაშეთი, შუახევის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ივანე  ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1983 წელს (სტუდენტობის პერიოდში იყო გალაკტიონ ტაბიძის სახელობის სტიპენდიანტი).

1983-1990წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1986წწ. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურაში; თსუ ახალციხის ფილიალის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქართული ენის კათედრის პირველი გამგე (1990); 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე  (1991 წლის 9 აპრილი); 1992-2012წწ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1995 წლიდან არის დიალექტოლოგთა, ეთნოლოგთა და ფოლკლორისტთა პერიოდული საერთაშორისო ქართველოლოგიურ სიმპოზიუმის: "ქუთაისური საუბრები" ორგანიზატორი (ჩატარდა 15 სიმპოზიუმი, conferences.atsu.ge); 1996 წლიდან დღემდე - სამეცნიერო ჟურნალის: "ქართველური მემკვიდრეობა" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი (გამოიცა 23 ტომი, ejournals.atsu.ge); 1998-2004წწ.- სამეცნიერო-პოპულარული გაზეთის: "ქართული!.." დამფუძნებელი და რედაქტორი (dspace.nplg.gov.ge); 1999-2001წწ. საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთის: "ქუჯი" დამფუძნებელი და რედაქტორი  (217.147.235.82/handle); 1999 წლიდან დღემდე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (2000); 2011 წლიდან დღემდე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი (sangu.edu.ge); ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორი 2011 წლიდან დღემდე; 2015 წლიდან დღემდე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლის სკოლის სადისერტაციო საბჭოს ფილოლოგიის სექციის თავმჯდომარე; 2009 წლიდან დღემდე სამეცნიერო ჟურნალის: "ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის წელიწდეული"  ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი (გამოიცა 10 ტომი, dspace.nplg.gov.ge); 2009-2010წწ. ამერიკაში გამომავალი გაზეთის: "ერთობა" სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2009-2014წწ. სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალის: "სვეტიცხოველი" სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2010 წლიდან დღემდე ლიტერატურულ ჟურნალ "განთიადის" სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2009-2014წწ. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის "EDUCATON" - "განათლება" ქსპერტთა საბჭოს წევრი; 2012 წლიდან დღემდე სამეცნიერო ჟურნალის: "ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი (გამოიცა 7 ტომი, sangu.edu.ge); 2012-2014წწ. ჟურნალის: "ჯვარი ვაზისა" სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2012-2015წწ. ქართულ-ინგლისურ-სპარსულ ენოვანი ჟურნალის: "სამეცნიერო აზრი" რედაქტორი (გამოიცა ორი ტომი, sangu.edu.ge); არის საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი: სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის: "ქართველური ენათმეცნიერება" ავტორი და ხელმძღვანელი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2005 წლიდან დღემდე); სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის: "ქართველური ენათმეცნიერება" ავტორი და ხელმძღვანელი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2005-2010 წლებში); სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის: "ქართველური ენათმეცნიერება" ავტორი და ხელმძღვანელი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2005 წლიდან დღემდე); სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის: "ქართველური ენათმეცნიერება" ავტორი და ხელმძღვანელი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2008-2019); საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის: "ქართული ფილოლოგია"  ავტორი და ხელმძღვანელი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (2011 წლიდან დღემდე); სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის: "ენათმეცნიერება" ავტორი და ხელმძღვანელი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (2011-2019); სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის: "ქართული ფილოლოგია"  ავტორი და ხელმძღვანელი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (2019 წლიდან დღემდე); სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის: "ქართველური ენათმეცნიერება" ავტორი და ხელმძღვანელი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (2011-2019); სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის: "ქართული ფილოლოგია"  ავტორი და ხელმძღვანელი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (2019 წლიდან დღემდე). გამოქვეყნებული აქვს ენათმეცნიერული ხასიათის 330-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი (მათ შორის მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები) და 300-მდე პუბლიცისტური წერილი; 1984 წლიდან  დღემდე ხელმძღვანელობს დიალექტოლოგიურ ექსპედიციებს: აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სვანეთში, ლეჩხუმში, სამეგრელოში, ხევსურეთში, იმერხევში, ტაოში; მისი ხელმძღვანელობით დღემდე განხორციელდა 30 დიალექტოლოგიური ექსპედიცია. პროფ. ტ. ფუტკარაძის რედაქტორობით გამოქვეყნებულია 60-მდე მონოგრაფია და სამეცნიერო კრებული / ჟურნალი; მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია 23 სადოქტორო დისერტაცია. სამეცნიერო ინტერესების სფერო: ქართველური ენათმეცნიერება, ქართველოლოგია, ენობრივი პოლიტიკა, ლიტერატურათმცოდნეობა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სახელის ფორმაწარმოების თავისებურებანი სამხრეთ-

დასავლურ კილოთა მონაცემების მიხედვით", დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - 

"თანამედროვე ქართული ენის ხმოვანთა სისტემა", დაიცვა 1998 წელს.

წყარო: საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი: sangu.edu.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.333

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან არსებული საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭო, წევრი (2014-2017)
  • სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი "ქართველთა (ქართველური) ენა და კულტურა საზღვრებს გარეშე", დამფუძნებელი (2001-)
  • სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი - "იბერიულ-კავკასიური საერთაშორისო სამეცნიერო-სასწავლო ცენტრი", დამფუძნებელი (2004-)
  • საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო - საკონსულტაციო საბჭო, წევრი (2017-)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს სამეურვეო საბჭოების ასოციაცია, დამფუძნებელი (2004-)
  • საქართველოს სახელმწიფო ენის საბჭო, დამფუძნებელი (1996-)
  • საქართველოს ჰელსინკის კავშირი, წევრი
  • ქართველთა დედაენის საერთაშორისო ფონდი, დამფუძნებელი, ფონდის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე (2015-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: