The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ილია ტაბაღუა

ილია ტაბაღუა
Date of birth:12 April, 1919
Date of death:29 October, 2004  (at 85 years)
Category:Historian, Scientist, Educator, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კახათი, ზუგდიდის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1945 წ., მოსკოვის დიპლომატიური აკადემიის ფრანგული განყოფილება 1947 წელს.

უნივერსიტეტის დამთავრებამდე საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის დაწყებიდანვე იგი საბჭოთა არმიაშია. დაამთავრა საზენიტო საარტილერიო სკოლა ბაქოში, მიიღო ლეიტენანტის წოდება და გაიგზავნა მოსკოვში. მსახურობდა ჯავშან-სატანკო ნაწილებში. მონაწილეოლბდა ომში ჩრდილო-დასავლეთის, სტალინგრადის, სამხრეთის, სამხრეთ-დასავლეთის და მე-4 უკრაინის ფრონტებზე. 1943 წლიდან კაპიტნის წოდებით მონაწილეობდა ყირიმის (სიმფეროპოლის) გათავისუფლებაში, სადაც დაიჭრა. 1945 წლის აპრილში გაათავისუფლეს ჯარიდან როგორც ინვალიდი. თბილისში დაბრუნების შემდეგ განაგრძო სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომლის დამთაერების შემდეგ იგი მიავლინეს მოსკოვში სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლეს დიპლომატიურ აკადემიაში. მუშაობდა მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის განყოფილების რეფერენტ-ატაშეს თანამდებობაზე. 1948 წლის იანვარში გადმოვიდა საქართველოში, დაიწყო მუშაობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და შეთაესებით - თბილისის ენივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის მსოფლიოს ახალი ისტორიის კათედრაზე უფროს მასწავლებლად. 1950 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1962 წლამდე იმავე კათედრაზე ეკავა დოცენტის თანამდებობა და კითხულობდა ლექციებს მსოფლიოს უახლეს ისტორიაში. 1961-1962 სასწავლო წელს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფებოდა პარიზში, სადაც მუშაობდა საფრანგეთის არქივებსა და წიგნსაცავებში და ესწრებოდა ლექციებს სორბონის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე. პარიზიდან დაბრუნების შემდეგ, 1962 წლის სექტემბრიდან გადავიდა მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში, სადაც 1969 წლიდან ხელმძღვანელობდა ევროპის ქვეყნების ისტორიის განყოფილებას. კითხულობდა ლექციებს თბილისის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. მისი ხელმძღვანელობით საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 20- მდე ახალგაზრდა ისტორიკოსმა. 1960-1985წწ. იყო მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო კონგრესების აქტიური მონაწილე: სტოკჰოლმში, ვენაში, მოსკოვში, სან-ფრანცისკოში, შტუტჰარდტში, აგრეთეე საბჭოთა კავშირის, საფრანგეთის, იტალიის ისტორიკოსთა კონფერენციების აქტიური მონაწილე მოსკოვში, პარიზში, ტულუზაში, რომში, ვენეციაში. სხვადასხვა დროს იმყოფებოდა სამეცნიერო მივლინებებით საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში. ავსტრიაში, პოლონეთში, სადაც მუშაობდა არქივებსა და წიგნსაცავებში. უნივერსიტეტეტის მიწვევით ლექციებით გამოდიოდა საფრანგეთში (პარიზი, ტელუზა), იტალიაში (ვენეცია, ფლორენცია, რომი, ნეაპოლი), ესპანეთში (მადრიდი, ვალიადოლიდი, სალამანკა), ავსტრია (ვენა, ინსბრუკი), პოლონეთი (ვარშავა, ლოძი), ავღანეთი (ქაბული). 1939 წლიდან სკკპ წევრი, 1987 წელს თვითონ გავიდა პარტიიდან. 25-მდე მონოგრაფიის, 500-მდე საჟურნალო და საგაზეთო სტატიის ავტორი. მათ შორის უცხოეთის არქივებსა და წიგნსაცავებში მოპოვებული მასალების საფუძველზე შექმნილი მონოგრაფიებისა, რომელთა ნაწილი ქვეყნდება სერიით: "საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XII ს-დან I924 წლამდე)". გამოქვეყნებულია 4 ტომი. მუშაობდა საქართველოს ევროპისა და ამერიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

სადისერტაციო თემა – "საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობა XVIII საუკუნის დასაწყისში", დაიცვა 1969 წელს.

წყარო: ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 101-103

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    საქართფველოში საგარეო ურთიერთობის პრობლემების მეცნიერულ შეაწავლაში შეტანილი პირადი წვლილისა და ახალგაზრდა მეცნიერ-ისტორიკოსთა მომზადებაში თვალსაჩინო დამსახურებისათვის
  • 1980 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • მედალი "სტალინგრადის დაცვისთვის"
  • მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი

Bibliography


Share: