შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მირიან თოფჩიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1958 წელს. 1958 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უფროსი ლაბორანტი; 1959-1961წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიური ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1965-1967წწ. მეცნიერ-თანამშრომელი; 1967-1991წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-1995წწ. იურული ნალექების სტრატიგრაფიის, პალეონტოლოგიის, პალეობიოგეოგრაფიის სექტორის გამგე; 1995-2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი; 2007 წლიდან მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. არის 90 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ძირულას მასივის ლიასური ნალექების სტრატიგრაფია და ფაუნა". დაიცვა 1966 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - " საქართველოს ქვედაიურული ნალექების სტრატიგრაფია". დაიცვა 1992 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 150; წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.103; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.231; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |