ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ავთანდილ ნიკოლეიშვილი
დაბადების თარიღი: | 27 აგვისტო, 1948 (76 წლის) |
კატეგორია: | ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგი, პოეტი, ფილოლოგი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი გორა, ვანის რაიონი.
დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1971 წელს.
1970 წლიდან მუშაობს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს იყო: ლაბორანტი, მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი, კათედრის გამგე, ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, 1996-2004წწ. - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. ხელმძღვანელობს ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტს. საერთაშორისო და ეროვნული კონფერენციების მონაწილე. ეწევა აქტიურ საგამომცემლო საქმიანობას. არის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის "მოამბის" მთავარი რედაქტორი; ამავე უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის სამეცნიერო ჟურნალ "ქართველური მემკვიდრეობის" თანარედაქტორი; საქართველო-ისრაელის მეგობრობის იმერეთის ორგანიზაციის ჟურნალ "ნოსტალგიის" რედაქტორ-გამომცემელი. გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1983), პროფესორი.
სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული საბჭოთა ლირიკა (60-იანი წლები)", დაიცვა 1983 წელს.
წყარო: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები = The rectors of Akaki Tsereteli State University/იმერ ბასილაძე, ნესტან კუტივაძე. -ქუთაისი, 2013. -გვ.66-71; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ. 136;წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ. 243-244
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- გელათის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
- კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიული საზოგადოება, წევრი
- ნიუ-იორკის საერთაშორისო მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2011 - აკაკი წერეთლის სახელობის პრემია (საქართველოს მწერალთა კავშირი)
- 1998 - ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია (საქართველოს მწერალთა კავშირის იმერეთის რეგიონი)
- 1998 - ღირსების ორდენი
სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
- 1996 - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია
- 1995 - გერცელ ბააზოვის სახელობის პრემია (საქართველოს მწერალთა კავშირი)
- 1993 - ქართულ-ევროპული ინსტიტუტის პრემია (პარიზი)
ბიბლიოგრაფია
- XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის ნარკვევები : წ. IV (ავტორი). - ქუთაისი, მოწამეთა, 2003. - 726გვ.. - ISBN: 99928-79-78-5
- ნარკვევები ქართველ ებრაელთა ლიტერატურულ-პუბლიცისტური მოღვაწეობის ისტორიიდან : წ.I (ავტორი). - ქუთაისი, ქუთაისის უნ-ტი, 2003. - 236გვ.. - ISBN: 99928-79-81-5
- ლიტერატურული ნარკვევები (ავტორი). - ქუთაისი, ქუთაისის უნივერსიტეტი, 2002. - 264გვ.. - ISBN: 99928-79-78-5
- XX საუკუნის ქართული მწერლობა : წ.I (ავტორი). - ქუთაისი, ქუთაისის უნივერსიტეტი, 2002. - 604გვ.. - ISBN: 99928-79-17-3
- ჭაბუა ამირეჯიბი : ლიტ.ეტიუდი (ავტორი). - ქუთაისი, ქუთაისის უნ–ტი, 2001. - 63გვ.. - ISBN: 99928-79-52-1
- ეროვნული საკითხი სტალინის ნააზრევში (ავტორი). - ქუთაისი, ქუთაისის უნივერსიტეტი, 2000. - 132გვ.. - ISBN: 99928-79-14-9
- პაოლო იაშვილის ცხოვრება და შემოქმედება (ავტორი). - ქუთაისი, საწუთრო, 1995. - 304გვ.
- დავით და გერცელ ბააზოვები : მონოგრაფია (ავტორი). - ქუთაისი, საწუთრო, 1995. - 124გვ.
- გიორგი ლეონიძის ლირიკა (ავტორი). - ქუთაისი, საწუთრო, 1993. - 172გვ.
- მიხეილ ჯავახიშვილის "ლამბალო და ყაშა" : მოსწავლეთა და მასწ. დასახმარებლად (ავტორი). - ქუთაისი, საწუთრო, 1992. - 36გვ.
- ნიკო ლორთქიფანიძე : ცხოვრება და შემოქმედება. მონოგრაფია (ავტორი). - ქუთაისი, საქართველო, 1992. - 179გვ.
- გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) : მონოგრაფია (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1990. - 125ვ.
- თვალთახედვა : ლიტერატურული წერილების კრებული (ავტორი). - ქუთაისი, საბჭოთა საქართველო, 1987. - 299გვ.
- ნაკადები : ლიტერატურული წერილების კრებული (ავტორი). - ქუთაისი, საბჭოთა საქართველო, 1982. - 211გვ.
- ფიქრები თანამედროვე ქართულ ლირიკაზე (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1981. - 151გვ.
- გამოძახილი : კრიტიკული წერილები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1978. - 178გვ.
- ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1975. - 46გვ.
|