The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



პაატა ნაცვლიშვილი

პაატა ნაცვლიშვილი
დაბადების თარიღი:16 ოქტომბერი, 1952  (61 წლის)
კატეგორია:მხატვარი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1974 წელს, ხელოვნების ფაკულტეტი 1976 წელს.

"პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობის" დირექტორი.

1974-1976წწ. მუშაობდა გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის" ლიტმუშაკად, 1976-1978წწ. გაზეთ "ახაგაზრდა კომუნისტი"-ს კორესპონდენტად, 1978-1984წწ. ჟურნალ "მართვე" -ს ლიტმუშაკად, 1980-1984წწ. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს შორეული ნაოსნობის მატროსად, 1984-1985წწ. საქართველოს რადიოს ახალგაზრდული პროგრამების მთავარი რედაქციის მთავარ რედაქტორად, 1985-1988წწ. "ახალგაზრდა კომუნიტი"-ს რედაქტორად, 1988 წ -დან გაზეთ "სამშობლო"-ს რედაქტორია; სხვადასხვა დროს იყო გაზეთ "ნატვრისთვალი"-ს რედაქტორი, საქართველოს ტელევიზიის შემოქმედებითი გაერთიანება "სხივი"-ს მთავარი რედაქტორი, "ახალი ქართული გაზეთი"-ს მთავარი რედაქტორი. ცნობილია, როგორც უნივერსალური ტიპის ჟურნალისტი. მისი რედაქტორობით გამოიცა პირველი ფერადი და კომპიუტერული გაზეთები საქართველოში. ჟურნალისტიკის გარდა მუშაობს პოეზიაში, პროზაში, დრამატურგიასა და მხატვრულ თარგმანში. არის მრავალი წიგნის ავტორი, შემდგენელი, გამომცემელი, რედაქტორი, დიზაინერი. 1984 წელს მონაწილეობა მიიღო ტიმ სევერინის ექსპედიციაში "იაზონის ნაკვალევზე". მისი საზღვარგარეთული რეპორტაჟები სისტემატურად გადაიცემა ტელევიზიით, იბეჭდება პრესაში. 1993 წელს დააარსა "პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა", რომელიც მონაწილეა თბილისისა და ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობებისა. 1997 წელს ბუენოს-აირესში აღმოაჩინა და იმავე წელს თბილისში გამოსცა გრიგოლ რობაქიძის უცნობი ნოველა. 1999 წელს მისი თაოსნობით დაფუძნდა კულტურული ოლიმპიადის საქართველოს ეროვნული კომიტეტი. არის ბიბლიოფილი და ფილატელისტი.  მას ეკუთვნის 50-მდე ქართული მარკის (მათ შორის აღდგენილი საქართველოს რესპუბლიკის პირველი საფოსტო მარკის) დიზაინი. იღწვის უცხოეთში დაცული ქართული სიძველეების გამოვლენის, შესწავლისა და საქართველოში ჩამოტანისათვის. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა, დამფუძნებელი
  • საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ვიცე-პრეზიდენტი
  • საქართველოს ოლიმპიური და სპორტული ფილატელიის ასოციაცია, პრეზიდენტი
  • სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაცია
  • სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: