The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ბარბაქაძე

თამარ ბარბაქაძე
დაბადების თარიღი:4 მაისი, 1957  (66 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვიშხეთი, ხაშურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1979 წელს.

1985 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, შემდეგ მთავარი მეცნიერ თანამშრომელია; 1979 წელს მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში რედაქტორად "მოამბის" რედაქციაში, კითხულობს ლექციებს თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში.

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო თემა – "სონეტი ქართულ პოეზიაში", დაიცვა 1998 წელს.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: