შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლადო სეიდიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერისა და გრაფიკის ფაკულტეტი 1962 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ბათუმის გამომცემლობაში მხატვარ-რედაქტორად, თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის მხატვარ-არქიტექტორად; ამ წლებში შექმნა ფერწერული ტილოები: "ჭაშნიკი", "უმამო ოჯახი", "შრომა" ("მუშები ბათუმიდან") და სხვა. ეს ნაწარმოები ქალაქ სფრინგვილის ხელოვნების მუზეუმის (ამერიკა, იუტას შტატი) საკუთრებაა. ტილომ დიდი ყურადღება დაიმსახურა და ავტორის თანხმობით შეიტანეს მუზეუმის მიერ გამოცემულ კატალოგში, რომელიც წარმოადგენს უცხო ქვეყნის კულტურის გასაცნობ სახელმძღვანელოს ამერიკაში არსებულ სამხატვრო კოლეჯების სტუდენტებისათვის. ლონდონის ხელოვნების მუზეუმის გრიფით გამოცემულ, მაღალი პოლიგრაფიული დონის წიგნში "საბჭოთა იმპრესიონიზმი" წარმოდგენილია ზემოთ აღნიშნული ფერწერული ტილო ("SOVIET IMPRESSIONIZM Ve Grosvenor Swanson", 2001); 1981 წელს ჟურნალ "ისკუსტვოში" დაიბეჭდა "უმამო ოჯახის" რეპროდუქცია; პარალელურად მუშაობდა წიგნების გრაფიკაზე, დეკორატიულ ხელოვნებაში (მისი სცენოგრაფიით ბათუმის თეატრში დაიდგა სპექტაკლები: "მეშვიდე ცა", "თვალი პატიოსანი", "ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი"); 1975 წელს სპექტაკლების დათვალიერებაზე "მეშვიდე ცის" სცენოგრაფია სპეციალური დიპლომით აღინიშნა; პირველი ლექსები გამოქვეყნდა 1956 წელს; სხვადასხვა დროს გამოვიდა მისი წიგნები: "ლექსების კრებული" (1961), "მზის ხმაური" (1963), "სონეტების გვირგვინი" (1972, პირველად ქართულ პოეზიაში ლ. სეიდიშვილმა შემოიტანა ეს ციკლი), "ელესა" (1969), "ადამის ვაშლი", "ზნენი და ვნებანი" (1995), ერთტომეული (2001), "რეკვიემი" (2005) და სხვ; მუშაობდა გამომცემლობა "საბჭოთა აჭარის" მხატვრულ რედაქტორად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მთავარ არქიტექტორად. წყარო: საინფორმაციო-ანალიტიკური ინტერნეტ პორტალი: presa.ge; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.188 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |