Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მანანა ჩიტიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კორინთა, ლენინგორის რაიონი (ახლანდელი ახალგორი) . დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1974 წელს. შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ - თანამშრომელი. 1974-1981 წელს მუშაობდა ლენინგორის რაიონულ გაზეთში ჯერ პასუხისმგებელ მდივნად, შემდეგ კი რედაქტორის მოადგილედ, 1982-1985წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტი. ლექსების წერა დაიწყო ადრეულ ასაკში. მისი ლექსები ნათარგმნია რუსულ, თურქულ, იტალიურ, ესპანურ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ქართული კულტურის პოპულარიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილსთვის დაჯილდოებულია 2014 - "ქსანის ხეობელთა სამადლობელი სიგელით" (2014). ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. სადისერტაციო თემა - " ნიკოლო მიწიშვილი. ცხოვრება და შემოქმედება (მონოგრაფია)", დაიცვა 1986 წელს. წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.119 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |