The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დერმიშა გოგოლაძე

დერმიშა გოგოლაძე
დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1924
გარდაცვ. თარიღი:13 დეკემბერი, 2002  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი, სოფ. გოგოლესუბანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1952 წელს.

მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიისა და აფხაზეთის რეგიონალური მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

1952–1955წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი. 1956 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი, შემდგომ უფროსი და წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი, 1977–1997წწ. კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, 1986- 1990წწ. თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, 1996-1997წწ. მუშაობდა თბილისის ბიზნესისა და საგარეო ურთიერთობების ინსტიტუტის რექტორად. მიღებული აქვს ხუთი მედალი და სიგელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრემია. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

სადისერტაციო თემა – "საქართველოს სოციალურ-ეკონომიური განვითარება გვიან ფეოდალურ ხანაში (საადგილმამულო ურთიერთობა)-1800-1864წწ.", დაიცვა 1972 წელს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: