შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელვერ კუპატაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვედა საზანო, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1972 წელს. 1972-1974წწ. იყო გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში საბჭოთა შეიარაღებული ძალების ოფიცერი; 1974-2006წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, ლაბორანტის, უფროსი ლაბორანტის, უმცროსი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომლისა და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე; 1977 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში; 1993-1996წწ. მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში; 2000-2002წწ. იყო თავდაცვის ეროვნული აკადემიის ისტორიის კათედრის გამგე; საზოგადოებრივ-ჰუმანიტარული კათედრის გამგის მოადგილე (2002-2005), გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემიის პროფესორი (2004-2005), თავდაცვის ეროვნული აკადემიის პროფესორი (2008-2012); მონაწილეობდა აფხაზეთის ომში; 2005-2012წწ. საქართველოს ომის შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა საერთაშორისო ცენტრალური კავშირის გამგეობის თავმჯდომარე; 2006-2009წწ. დსთ-ის ქვეყნების ვეტერანთა საკორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი; 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 15 მონოგრაფიის, 2 სახელმძღვანელოს, 2 ბროშურის ავტორი. მისი ხელმძღვანელობით დაცულ იქნა შვიდი საკანდიდატო დისერტაცია. 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1997). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ევაკუირებული სამრეწველო საწარმოების, დაწესებულებებისა და მოსახლეობის მიღება და განლაგება საქართველოში საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის პერიოდში (1941-1945 წწ.)"; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული ეროვნული საჯარისო შენაერთების ისტორია 1921-1956 წლებში", დაიცვა 1993 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.419; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.234 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |