The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელვერ კუპატაძე

ელვერ კუპატაძე
Date of birth:3 January, 1949
Date of death:12 January, 2012  (at 63 years)
Category:Historian, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ქვედა საზანო, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1972 წელს.

1972-1974წწ. იყო გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში საბჭოთა შეიარაღებული ძალების ოფიცერი; 1974-2006წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, ლაბორანტის, უფროსი ლაბორანტის, უმცროსი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომლისა და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე; 1977 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში; 1993-1996წწ. მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში; 2000-2002წწ. იყო თავდაცვის ეროვნული აკადემიის ისტორიის კათედრის გამგე; საზოგადოებრივ-ჰუმანიტარული კათედრის გამგის მოადგილე (2002-2005), გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემიის პროფესორი (2004-2005), თავდაცვის ეროვნული აკადემიის პროფესორი (2008-2012); მონაწილეობდა აფხაზეთის ომში; 2005-2012წწ. საქართველოს ომის შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა საერთაშორისო ცენტრალური კავშირის გამგეობის თავმჯდომარე; 2006-2009წწ. დსთ-ის ქვეყნების ვეტერანთა საკორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრი; 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 15 მონოგრაფიის, 2 სახელმძღვანელოს, 2 ბროშურის ავტორი. მისი ხელმძღვანელობით დაცულ იქნა შვიდი საკანდიდატო დისერტაცია. 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1997).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ევაკუირებული სამრეწველო საწარმოების, დაწესებულებებისა და მოსახლეობის მიღება და განლაგება საქართველოში საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის პერიოდში (1941-1945 წწ.)"; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული ეროვნული საჯარისო შენაერთების ისტორია 1921-1956 წლებში", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.419

Member of Organizations

  • ფაზისის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი

Awards and Honors

  • 2003 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: