The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა სანაძე

მანანა სანაძე
დაბადების თარიღი:28 სექტემბერი, 1953  (70 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი თურქეთის ისტორიის სპეციალობით 1975 წელს.

1979-2004წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრაზე მუშაობდა ჯერ ასისტენტად, შემდგომ კი - უმცროს, უფროს და წამყვან მეცნიერ თანამშრომლად; 2002-2004წწ. - ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორი; 1999-2008წწ. - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოს წევრი; 2009 წლიდან - სკრენტონის უნივერსიტეტის (აშშ) აფილირებული პროფესორი; 2002-2004წწ. - გ. ალასანიასთან ერთად დააფუძნა საქართველოს უნივერსიტეტი, 2014მის შემდეგ 2014 წლის ივნისამდე იყო ამ უნივერსიტეტის რექტორი. 2015 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტი. სპორტის ოსტატი ჭადრაკში, თბილისის ქალთა ჩემპიონატის ოქროს და საქართველოს ქალთა ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, ქალთა საკავშირო ჩემპიონატის ორგზის მონაწილე (1968, 1970წწ.). მისი სამეცნიერო მუშაობის სფეროა: საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი არმოსავლეთის ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების ისტორია; არის მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე; გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, ატლასები. ავტორია საბავშვო მოთხრობების, რომლებიც ორ წიგნად გამოიცა სათაურით: "ბებოს ზღაპრები". მონოგრაფიისათვის - "გლეხობა დასავლეთ საქართველოში XV-XVIII სს.", მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთათვის განკუთვნილი პრემია (1982). საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გლეხობა დასავლეთ საქართველოში XV-XVIII საუკუნეებში", დაიცვა 1979 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართლის ცხოვრება" და საქართველოს ისტორიის უძველესი პერიოდი(ქართლოსიდან მირიანამდე)", დაიცვა 2002 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.431; საქართველოს უნივერსიტეტი: ug.edu.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
    საქართელოს საგანამანათლებლო სისტემის განვითარებასა და ისტორიის კვლევაში შეტანილი წვლილისთვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: