The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ნათელა ვაჩნაძე

ნათელა ვაჩნაძე
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1940  (77 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1962 წელს.

1963-2006 წლებში პედაგოგიურ და სამეცნიერო მუშაობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეებისა და საქართველოს ისტორიის კათედრებზე; წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; მისი კვლევის საგანია შუა საუკუნეების ქართული საზოგადოების მენტალიტეტი, ქართული და ბერძნული ჰაგიოგრაფიული თხზულებები, ქრისტიანული სიმბოლიკა, ქართულ-ბიზანტიური ურთიერთობები, წარმართული სააზროვნო სისტემის რელიქტები, საქართველოსა და რუსეთის მუზეუმებისა და წიგნსაცავების ისტორია(XX ს. II ნახ.), ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებების რუსულ ენაზე თარგმნა და კომენტარები, "ქართლის ცხოვრების" სახისმეტყველება, ბერძნული ეპისტოლოგრაფია. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 5 მონოგრაფიის ავტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის "შრომების" შემდგენელი, საქართველოს ისტორიის პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს(ტომი I) თანაავტორი. მისი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულია ქართულ, გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი(1993), პროფესორი(1993). 

სადისერტაციო თემა - "სააზროვნო სისტემა და ქართული საზოგადოების ზნეობრივი იდეალი", დაიცვა 1992 წელს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.209

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ბიზანტიოლოგთა ეროვნული კომიტეტი , დამფუძნებელი, უცვლელი ვიცე-პრეზიდენტი (1996-)
  • საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტი , წევრი (1997-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქართველოს ისტორიის წყაროების კომისია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: