The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ედიშერ ხოშტარია-ბროსე

ედიშერ ხოშტარია-ბროსე
დაბადების თარიღი:5 მარტი, 1927
გარდაცვ. თარიღი:ნოემბერი, 2005  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1949 წელს.

1949-1956წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის უფროს ლაბორანტად და საქართველოს ისტორიის კაბინეტის გამგედ, 1956 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის სწავლულ მდივნად, 1962-1972წწ. იმავე ინსტიტუტის ისტორიის განყოფილების უფროს მეცნიერ თანამშრომლად, 1972 წ. კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში ჯერ განყოფილების გამგედ, შემდეგ დირექტორის მოადგილედ.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადისერტაციო თემა - "მრეწველობის განვითარება და მუშათა კლასის ჩამოყალიბება საქართველოში XIX საუკუნეში", დაიცვა 1969 წელს.

წყარო: science.org.geწიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.187

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2001-2005)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • ნიკოლოზ ბერძენიშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: