The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ენრიკო გაბიძაშვილი

ენრიკო გაბიძაშვილი
Date of birth:30 January, 1931
Date of death:18 December, 2021  (at 90 years)
Category:Scientist, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1953 წელს.

1960 წლიდან იყო კორნელი კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის (ყოფილი ხელნაწერთა ინსტიტუტი) თანამშრომელი: 1960-1970წწ. - ხელნაწერთა ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1970-1986წწ. - ხელნაწერთა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-1996 წწ. - ხელნაწერთა ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1996-2001 წწ. - კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერული ინფორმაციისა და ბიბლიოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი; 2002-2005 წწ. - ხელნაწერთა ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006-2009წწ. - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-კონსულტანტი; 2010 – 2015 წწ. - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი სპეციალისტი; 2015-2021წწ. კორნელი კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ბიბლიოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელი. სამეცნიერო ინტერესების სფერო: ძველი ქართული ნათარგმნი და ორიგინალური მწერლობა; ქართულ-ბიზანტიური საეკლესიო მწერლობათა ურთიერთობა; კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას: თბილისის დამოუკიდებელი ინსტიტუტი "რიტორიკა" (1991-1993): ლექციები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიაში; თბილისის დ. გურამიშვილის სახ. პედაგოგიური კოლეჯი (1994-1996): ლექციები ძველი ქართული სასულიერო მწერლობის ორიგინალური ძეგლები; ლექციები საბა-სულხან ორბელიანის სახ. პედაგოგიურ ინსტიტუტში: ქართული ორიგინალური ჰაგიოგრაფიული მწერლობა; თბილისის სასულიერო აკადემიაში პერიოდული ლექციები პედაგოგთა და სტუდენტებისათვის: საეკლესიო სამართლის ნათარგმნი და ორიგინალური ძეგლები. მოამზადა ფილოლოგიის მეცნიერებათა 5 კანდიდატი (აქედან 4 დაიცვა ხარისხი). ხელნაწერთა ინსტიტუტის ყოველწლიური სამეცნიერო კრებულ "მრავალთავის" რედკოლეგიის წევრი; თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გამომცემლობის რედაქტორი და სამეცნიერო კონსულტანტი. მიღებული აქვს ქ. მოსკოვში გამომავალი «Православная энсиклопедия»-ს მთავარი რედაქტორის, სრულიად რუსეთის პატრიარქის - კირილე II-ის «Патриаршая грамота», ენციკლოპედიაში დაბეჭდილი სტატიებისათვის (60-ზე მეტი), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართული სასულიერო მწერლობის შესახებ; საქართველოს ეკლესიის პატრიაქრის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის მადლობის სიგელი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით; კორნელი კეკელიძის მედლით ხელნაწერის დღესთან დაკავშირებით დაჯილდოვდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებულებით (2018 წლის 29 ივნისის N61). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

სადისერტაციო თემა - "არსენ იყალთოელის როლი XI - XII სს. ქართული ფილოლოგიური აზრის განვითარებაში", 1980 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge

Awards and Honors

  • საქართველოს სახელმწიფო ეროვნული პრემია
    ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები : ბიბლიოგრაფია: ექვსტომეული / ენრიკო გაბიძაშვილი.-თბ.,2006-2012

Bibliography


Share: