Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო მელიქიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1970 წელს. 1973-2006წწ. მუშაობდა ხელნაწერთა ინსტიტუტში (შემდეგ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) უფროსი და წამყვანი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე; 2006 წლიდან არის ამავე ცენტრის ტექსტოლოგიისა და კოდიკოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; თანამშრომლობს თბილისის სასულიერო აკადემიასთან, ხელმძღვანელობს ამავე აკადემიის გამომცემლობას. 1990 წლიდან არის წმინდა გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა ქართული თარგმანების შემსწავლელი საერთაშორისო ჯგუფის წევრი (ამ თანამშრომლობის ფარგლებში ბელგიაში 1998-2007წწ. ჩორპუს ჩჰრისტიანორუმ სერიით გამოქვეყნდა გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა ძველი ქართული თარგმანების შვიდი ტომი). სამეცნიერო ურთიერთობა აქვს მიუნსტერში (გერმანია) არსებულ იუდაიზმის შემსწავლელ ცენტრთან. არის ბიზანტინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს სექციის, აგრეთვე, პატრისტიკის საერთაშორისო ასოციაციის წევრი. მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. არის საქართველოსა და უცხოეთში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (2014). სადისერტაციო თემა– "მოთხრობანი იუდაებრივისა ძუელსი ტყუაობისანი" ქართული თარგმანი, დაიცვა 1989 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |