შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ გაბუნია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1957 წელს. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის დოცენტი, ქუთაისის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი; წლების მანძილზე ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2003). საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ქუთაისი და "ქუთათისის ქვეყანა" უძველესი დროიდან XV საუკუნემდე", დაიცვა 1999 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველო X საუკუნის ბოლო მეოთხედსა და XI საუკუნის დასაწყისში (საქართველოს სახელმწიფოებრივი გაერთიანების პრობლემური საკითხები)", დაიცვა 2003 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.404 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |