The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯუმბერ თითმერია

ჯუმბერ თითმერია
Date of birth:20 February, 1939
Date of death:2 January, 2007  (at 67 years)
Category:Critic, Translator, Writer, Publicist, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. 

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1962 წელს.

 1973-1975იყო ალმანახ "კრიტიკის" და ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნების" (1976-1984) პასუხისმგებელი მდივანი; 1985-1987წწ. საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგიის პასუხისმგებელი მდივანი; 1996 წლიდან იყო გაზეთ "კრიმინალური ქრონიკის" მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს ლიტერატურულ - კრიტიკული წერილების კრებულები, შემდგენელია კრებულებისა: "იაკობის სამრეკლო" (1990), "აკაკის სამრეკლო" (1990) და სხვა; თარგმნა ვ. შუკშინის მოთხრობების კრებულები: "მგლები" (1978) და "წყენა" (1987), დ. გრანინის "მიზნის არჩევა" (1977), XI საუკუნის იაპონელი მწერალი ქალის სეი-სიონაგონის რომანი "მარტოობის ჟამის ჩანაწერები" (1983); XIII საუკუნის II ნახევრისა და XIV საუკუნის დასაწყისის იაპონელი მწერალი ქალის ნიძიოს რომანი "საჩუმათო ამბავი" (1987), ლ. ტოლსტოის "რა არის ხელოვნება?" (1984) და "მოთხრობები, ნამდვილი ამბები, იგავ-არაკები" (1988), ე. ედიგეის "თვითმკვლელის დღიური" და ი. ხმელნიცკაიას "რა თქვა მიცვალებულმა" (1989), ა. ქალანთარიანის რომანი "მარათონი", სალვადორ დალის "ერთი გენიოსის დღიური"(1988) და სხვა. მიღებული აქვს ფრიტოფ ნანსენის საპატიო მედალი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.68; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.65

Member of Organizations

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

Bibliography


Share: