ძიება
ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
|
გიორგი ანჩაბაძე
| დაბადების თარიღი: | 10 იანვარი, 1949 (64 წლის) |
| კატეგორია: | ისტორიკოსი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1971 წელს.
მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ-თანამშრომელად. ამჟამად ეწევა სამეცნიერო პედაგოგიურ მოღვაწეობას ილიას სახელმწიფო უნივერსწიტეტში.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სადისერტაციო თემა – "საქართველოს სამხედრო ისტორიის წყაროთმცოდნეობის პრობლემები", დაიცვა 1981 წელს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულო, წევრი
ბიბლიოგრაფია
- ქართველები და აფხაზები : ისტორია და თანამედროვეობა (ავტორი). - თბილისი, 2009. - 274გვ. - ISBN: 978-9941-0-1135-1
- მასწავლებლის წიგნი, საქართველოს ისტორიაში (თანაავტორი). - თბილისი, ლოგოს პრესი, 2008. - 120გვ. - ISBN: 978-99940-64-49-6
- საქართველოს ისტორია : IX კლასის სახელმძღვანელო (თანაავტორი). - თბილისი, ლოგოს პრესი, 2008. - 505გვ. - ISBN: 978-99940-64-47-2
- История/География Грузии и мира 8 класс (თანაავტორი). - Тбилиси, Логос Пресс, 2007. - 464с. - ISBN: 978-99940-64-58-8
- საქართველოს ისტორია : მოკლე ნარკვევი (ავტორი). - თბილისი, კავკ.სახლი, 2005. - 105გვ.
- სამხედრო ისტორია (ავტორი). - თბილისი, სომა პრეს, 2002. - 144გვ.
- სამხედრო სწავლება (თანაავტორი). - თბილისი, პირველი გამომცემლობა, 2000. - 258გვ.
- საქართველოს ომების ქრონოლოგია (1490 წლამდე) (ავტორი). - თბილისი, სამშობლო, 1998. - 48გვ.
- Источниковедческие проблемы военной истории Грузии (ავტორი). - Тбилиси, Мецниереба, 1990. - 255с.
- დიმიტრი ბაქრაძე, როგორც წყაროთმცოდნე და არქეოგრაფი (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1982. - 69გვ.
|