შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ჩოლოყაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1945 წელს. სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, დოცენტი; 1969-1991წწ. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მეცნიერული აგიტაციის განყოფილების ხელმძღვანელი; წლების მანძილზე კითხულობდა ეთნოგრაფიისა და მუზეუმმცოდნეობის კურსს: სულხან საბა ორბელიანის სახ. პედაგოგიურ ინსტიტუტში, ა. ქუთათელაძის სახ. სამხატრო აკადემიაში, თეატრალურ და ფისკულტურის ინსტიტუტებში; ეთნოლოგთა და მეიარაღთა არაერთი (ტოკიოში, მოსკოვში, თბილისში, ბაქოში) საერთთაშორისო კონფერენციის მონაწილე; გამოცემული ჰქონდა კატალოგი: საქართველოს ეთნოგრაფია, თბ.: "საბჭოთა საქართველო", 1964 (მუზეუმისა და ისტორიის გრიფით); მისი თაოსნობით მხარეთმცოდნეობის მუზეუმები დაარსდა: რუსთავში, ზესტაფონში, განახლდა ბოლნისში. 2002-2006 წწ. თბილისის საკრებულოს წევრი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. სადისერტაციო თემა - "საბრძოლო იარაღის წარმოების ისტორიისათვის საქართველოში", დაიცვა 1959 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |