შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ომარ გვეტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1976 წელს. არის ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მისი საკვლევი თემებია: ძველი ქართული მწერლობა, ქართული ლიტერატურის საკითხები; მისი ლექსები და პუბლიცისტური წერილები მოსწავლეობის პერიოდიდან იბეჭდება პრესაში; პირველი ლექსი 1971 წელს გამოქვეყნდა საქალაქო გაზეთ "ქუთაისში", ლექსების პირველი წიგნი "სიყვარულის სამრეკლო" – 1991 წელს; სხვადასხვა დროს გამოიცა მისი პოეტური კრებულები: "ჟამი ფერისცვალებისა“ (1995), "უცხო სტუმარი" (2004), "ვარდები ზამთარში" (2006), "იისფერი მაგნოლია" (2017), ლიტერატურული ნარკვევები (2010); ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, დოცენტი; ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის მოსამზადებელი განყოფილების გამგე, ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პრორექტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო თემა–"ქართული ჰაგიოგრაფიული სიუჟეტისა და კომპოზიციის საკითხები V–XI სს.", დაიცვა 1984 წელს. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.87-88 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |