შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ბენდიანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1949 წელს. 1954 წელს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის უფროს მასწავლებლად; 1957–1981წწ. ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1981–1992წწ. საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ისტორიის კათედრის გამგედ; 1994 წლიდან მუშაობდა ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ახალი ისტორიის განყოფილების გამგედ. ეწეოდა სამეცნიერო კვლევით მუშაობას, გამოქვეყნებული აქვს 13 წიგნი, 50 სამეცნიერო სტატია, საგაზეთო წერილები. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დისერტაცია დაიცვა 1968 წელს. მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.338; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.173 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |